-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
კვარაცხელია თემურ ილარიონის ძე (21.VII.1949, თბილისი-02.II.2020, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი თეორ. ფიზიკის მიმართულებით (1972). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „Трехтельное импульсное приближение и реакции квазиупругого выбивания“ და მიენიჭა ფიზ.იკა-მათემატიკის მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი (თეორ. ბირთვული ფიზიკა, 1984). მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში სხვადასხვა პოზიციებზე (1979-94), ბოლო პოზიცია უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი. კ. თ. სამეცნ. კვლევების სფერო: ელემენტარული ნაწილაკების ფენომენოლოგია სტანდარტული მოდელის ფარგლებში. არის რამოდენიმე ათეული სამეცნ. ნაშრომის ავტორი დათანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ., განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Three-particle unitarized impulse approximation and d(N,2N)N reaction“ (Phys.Lett. 1984, B 138, 257-259); „THREE PARTICLE IMPULSE APPROXIMATION AND D (N, 2 N) N REACTIONS“ (J. Phys. G, 1984, 10, 1677-1682); „Charm, beauty and charmonium production at HERA-B“ (Eur. Phys. J.C, 2005, 43, 179-186). კ. თ. არის ადგილ. და საერთაშ. მრავალი სამეცნ. ღონისძიების მონაწილე.