-
ავტორი
- კატეგორიები: პროფესორი ეკონომისტი
კვარაცხელია მურმან სარდიონის ძე (07.X.1952, ოჩამჩირე), ეკონომისტი, პროფესორი. დაამთავრა თსუ–ის ეკონომიკის ფაკ–ტი (1973) და საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის სამეცნ.-კვლევითი ინ–ტის ასპირანტურა (1977), ეკონომიკის მეცნ. კანდიდატი (1981), ეკონომიკის მეცნ. დოქტორი (2003), თსუ–ის დოცენტი (1983) და სოხუმის სახელმწ. უნ–ტის ეკონომიკის მიმართულების ხელმძღვ., პროფესორი (2019-2025), თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2022-2025), აფხაზეთის ავტონ. რესპუბლიკის უმაღლ. საბჭოს დეპუტატი(დევნილობაში, 1991-2025), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001), პ. გუგუშვილის სახ. მედლით (2019), ომის მონაწილე. ბიბლიოგრაფია:
თხზ.: კვარაცხელია, მ. (1998). ილია ჭავჭავაძე საქართველოს საზოგადოებრივ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებათა შესახებ:[მონოგრაფია].თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 9992856491; კვარაცხელია, მ. (2001). ილია ჭავჭავაძე და ეროვნული ეკონომიკა. თბ., თობალისი, ISBN 9789941440342; კვარაცხელია, მ. (2001). კოჩარის სისხლიანი ქრონიკები. თბ., კვარაცხელია, მ. (2012). ილია ჭავჭავაძე და კაპიტალიზმის პრობლემები საქართველოში:[მონოგრაფია]. თბ., ინტელექტი, ISBN 9789941440342; კვარაცხელია, მ. (2016). ო, აფხაზეთო... თბ., კავკასია; Kvaratskhelia, M. (თანაავტორი). (2020). ENTREPRENEURIAL POLICY OF THE GERMAN MINING COMPANIES AND ITS IMPACT ON THE GEORGIAN ECONOMY IN THE LATE 19TH AND EARLY 20 TH CENTURIES. ENTREPRENEURSHIP AND SUSTAINABILITY, Volume 7 Number 4; კვარაცხელია, მ. (2022). ჩემო აფხაზეთო!. თბ.