-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი დოქტორი
კვარაცხელია დიანა უშანგის ასული (07.XI.1969 წალენჯიხა), მათემატიკოსი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის კიბერნ. და გამოყენებითი მათემატიკის ფაკ–ტი (1988); თსუ–ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში მუშაობს (1996–დან); ფიზ.–მათ. მეცნ. კანდ. დაიცვა დისერტაცია თემაზე:„შავი ზღვის არასტაციონარული ცირკულაციის რიცხვითი მოდელი შეშფოთების თეორიის საფუძველზე დაზუსტებული ტურბულენტური სიბლანტის კოეფიციენტის გათვალისწინებით“ (2003); მეცნიერ–თანამშრომელი (2006); აკადემ. დოქტორი (2007); სოხუმის სახელმწ. უნ-ტის ასისტენტ-პროფესორი (2009); თსუ–ის გეოფიზიკის ინ-ტის უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (2013). მიიღო მონაწილეობა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში: ,,Numerical study of some peculiarites of hydrological mode for the southeastern part of the Black Sea (2010-2021)” (მოამბე, საქართვ. მეცნ. ეროვნ.. აკად., 2022 თბილისი, 2022, N 4, ტ. 16); ,,Numerical study of variability of hydrological regime for the southeastern part of the Black Sea (2010-2021)” (J. Georgian Geophys. Soc., Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, 2023); ,,Numerical study of the circulation and its contribution to the oil slick transport in the southeastern part of the Black Sea” (Environmental Science and Pollution Research (ESPR). Preprint, 2023); ,,შავი ზღვის რეგიონული და ზღვის აუზის მასშტაბის ჰიდროფიზიკური პროცესების რიცხვითი მოდელირება“ (ეკოლოგიის პრობლემები, საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია:ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები. შრომები, ქუთაისი, 2023. ტ. 9); ,,შავი ზღვის ჰიდროფიზიკური პროცესების შესწავლა რიცხვითი მოდელების გამოყენებით“ (ეკოლოგიის პრობლემები:: საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია:ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები. შრომები, 2024, N 13. ეძღვნება აკად. კ. ნადარეიშვილის დაბადების 95 წლისთავს); ,,მძლავრი გეომაგნიტური შეშფოთებების კოჰერენტული ანალიზი დუშეთის ობსერვატორიის მონაცემებისა და DST ინდექსის მაგალითზე” (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ., 2024, 27(2)); ,,Using of Thermodynamic Indices to Characterize Tornadoes under Climate Change Conditions“ (The Seventh Eurasian Conference RISK-2025: “Risk-Oriented Design and Operation of Infrastructure Systems: Sustainability Paradigm”, Abstract Book, 2025, Baku, Azerbaijan); ,,Numerical Study of the Influence of Initial Conditions on Thermo-Physical Processes in the Black Sea” (მოამბე = Bulletin, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., 2025. ტ. 19 (193), N 3.