-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი საქართველოს პარლამენტის წევრი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კვაჭანტირაძე თამაზ კასიანეს ძე (7. VI. 1940, ქ. თბილისი — 15. VIII. 2021), მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963). იყო ახ. ქართ. ენის კათედრის თანამშრომელი (1963-2006), ჟურნ. „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ („ბალავარი“) რედაქტორი (1978-1990), ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა „ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“ (1975-1990), უძღვებოდა საავტორო ტელეპროგრამას „მოგზაურობა სასიტყვეთში“ (2002-2004). კ. თ. იყო განათლების მინისტრი (1993-1998), საქართვ. პარლამ. სასწ. ცენტრის უფრ. (2000-2008). გახდა საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამ. წევრი (2008-2012), საარჩევნო ბლოკი: „გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატები“, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N2 ვაკის საარჩევნო ოლქი, ამავე წლებში იყო განათლებისა და კულტ. კომიტეტის თავ-რის მოადგილე. იგი გახდა საქართვ. მწერალთა ეროვნ. კავშირის წევრი (1977), საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის წევრი (1980). იგი არის ავტორი წიგნებისა: „მსგავსებითი შედარება ქართულში“ (1977), „ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ (2002), „მოგზაურობა სასიტყვეთში“ (2002). მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო „მსგავსებითი შედარება ქართულში“, (1978). მას გადაეცა ღირსების ორდენი (2001), საქართვ. სახელმწ. პრემია (2004), შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია (2011).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კვაჭანტირაძე, თ. (2002). სიტყვა: პუბლიცისტიკა, კრიტიკა, ესეისტიკა, საჯარო გამოსვლები, დიალოგები. სამშობლო ფორტე; კვაჭანტირაძე, თ. (2002). სასიტყვეთი: სიტყვიერების მასწავლებლისა და უფროსკლასელის შემხიდებელი.