-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი პოლიტიკოსი
კვაჭანტირაძე გენადი (7.VII.1956, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1978); ამავე უნ-ტის საერთაშ. ბიზნესის ფაკ-ტი სპეციალობით ბიზნეს-იურისტი (2001). იყო რიგი სამეცნ. პროექტებისა და პროგრამების ხელმძღვ. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში სტაბილური იზოტოპების სამეცნ.-კვლევით ინ-ტში (1978-1992): წამყვანი მეცნ.-თანამშრომელი (1982-1988); ლაბორ. გამგე (1988-1991). სახელმწ. მეთაურის აპარატის ანალიტიკური სამსახურის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სახელმწ. მრჩეველი (1992-1995); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ეროვნულ–დემოკრ. პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1995-1999); საქართვ. ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტი (2000); საქართვ. სახელმწ. კანცელარიის - "სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ანალიზის" განყ-ების ხელმძღვ. (2001-2003); ქართულ-ამერ. საერთაშ. საწარმოების - "Speqtra Gases Georgia " და "CPI Georgia"-ს მთავარი კონსულტანტი (2003-2011); ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ (კითხულობდა ლექციების კურსს -„ბიზნესის საფუძვლები“, 2010-2011). კ.გ. აფუძნებს საზ–ებრივ ორგანიზაციას -"მაღალი ტექნოლოგიების ჯგუფს" ("Hi - Tech Group", დირექტორი, 2011-2015); თსუ-ის "უწყვეტი განათლების ცენტრის" კონსულტანტი (2015-2017); სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის"კონსულტანტი (2017-2019). დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია - "დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცია", რ-საც დღემდე ხელმძღვანელობს (2019-დან). ასოციაცია აერთიანებს ექსპერტებს, რ-ებიც იზიარებენ ქვეყნის დემოკრ. განვითარების და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. არის 13 სამეცნ. შრომის თანაავტორი. ფიზ.-მათ. მეცნ. აკად. დოქტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცია, დამფუძნებელი, თავ-რე (2019); საქართვ. ეროვნულ-დემოკრ. პარტია, თავ+რის მოადგილე, პოლიტ. მდივანი (1992-2001); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი, თავ-რის მოადგილე (1995-1999); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ედპ-ეროვნულ- დემოკრატიული პარტია", თავ-რის მოადგილე (1995-1999); ქართ. სიძველეების კვლევის საერთაშ. საქველმოქმედო ფონდი, აღმასრულებელი დირექტორი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: ღირსების ორდენი (1998); საქართვ. სახელმწ. პრემია (1986).