- კატეგორიები: ისტორიკოსი
კვაჭანტირაძე ეკა გივის ასული (21.X.1964. ქ. თბილისი). ისტორიკოსი, ისტ. დოქტ. (1990), პროფ. (1996), თსუ-ის ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის მთ. მეცნ. თანამშრომელი (2006-დან), საერო ინ-ტის „გაენათის“ ისტ. ფაკ-ტის დეკანი (1991-1995), კავკ. უნ-ტის პროფ. (2004-დან), კავკ. უნ-ტის ისტ. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკად. ხელმძღვ. (2010-2012), ჟურნ. „ქართ. წყაროთმცოდნეობის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2011-დან).
კ. ე.-მ დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1986) და ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ასპირანტურა (1990). იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. სტიპენდიატი (1984-1986), საქართვ. პრეზიდენტის პირველი სტიპენდიატი (1997-1999). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ვარდან არეველცის „მსოფლიო ისტორია“, როგორც საისტორიო წყარო“ (1990). კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: საქართვ. ისტორია, საქართვ. ისტ. წყაროთმცოდნეობა.
კ. ე.-ს სამეცნ.-კვლ. სფეროა საქართვ. მედიევალური ისტორია და წყაროთმცოდნეობა, სომხ. ისტორიოგრაფია და წყაროთმცოდნეობა, ცივილიზაციათა დიალოგის საკითხები. გამოცემული აქვს 70-მდე სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო. მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე ადგილობრივ და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში.
თხზ. კვაჭანტირაძე, ე. (2002, 2024). ვარდან არეველცის „მსოფლიო ისტორია“, ძვ. სომხურიდან თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები. არტანუჯი. ISBN 9992894059; კვაჭანტირაძე, ე. (2005, 2025). მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია. კავკ. უნ-ტის გამოც. ISBN 9789941993558; კვაჭანტირაძე, ე. (2012). კავკასია ქართულ წყაროებში (თანაავტ.). ფავორიტი; კვაჭანტირაძე, ე. (2014). ქართული, დასავლური და აღმოსავლური ისტორიოგრაფიული ტრადიციები (თანაავტ.). ილიას სახ. უნ-ტის გამომც. ISBN 9789941182037.