-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოლოგი
კვაჭაძე თინათინ იროდიანის ასული(1956, თბილისი), ბიოლოგი, მკვლევარი. დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი სპეციალობით „ციტოლოგია“ (1979). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ის ციტოლ. განყ-ბის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლი (1979–1989), ამავე განყ-ების მეცნიერ-თანამშრომელი (1989–2006). ამჟამად არის თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლ. ინ-ტის კლინ. და ექსპერ. პათოლოგიის დეპარტ. მეცნიერ-თანამშრომელი (2007-დან). არის არაერთი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მონაწილე, მომხსენებელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები.
თხზ.: კვაჭაძე, თ. (თანაავტორი). (2022). გალექტინ-3 აქტიობა აორტის ანევრიზმის თანმხლები ანთებითი რეაქციების და კალციფიკაციის (იმუნოჰისტოქიმიური იდენტიფიკაცია) კერაში. მაცნე = Известия = Proceedings, ტ. 48. N 4-6. ბიომედიცინის სერია. თბ., საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად.; Kvachadze, T. (2024). Expression of chromogranin (CGA) in rat pancreas during alloxan diabetes. თბ.