- კატეგორიები: მათემატიკოსი
კუზნეცოვი ევგენი (30.V.1988, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთის ფედერაცია), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა ქ. თბილ. 133-ე საჯარო სკოლა (2007), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მათ. საბაკალავრო პროგრამა (2012), თსუ-ის მათ. სამაგისტრო პროგრამა (ხელმძღ. მ. ჯიბლაძე, 2014). არის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მათ. ლოგიკის გან-ბის მეცნ. თანამშრომელი (2019). კ. ე. - ს კვლევის სფეროა მოდალური და კატეგორიული ლოგიკა, კერძოდ კი მოდალური სისტემების სივრცითი, სივრცე-დროითი და ალგებრული სემანტიკა, ტოპოსების თეორია. თავის სამაგისტრო ნაშრომში, შემდეგ კი ერთობლივ შრომაში ჯ. მ.-სთან ერთად მან შეისწავლა ჰეიტინგის ალგებრაბის კონსტანტებით გამდიდრების ცნება და მისი გამოყენებები ინტუიციონისტურ ლოგიკაში. თანაავტორებთან ერთად (დ. გაბელაია, კ. გოგოლაძე, მ. მარქსი, მ. ჯიბლაძე) შეიმუშავა და განავითარა მოდალური და ინტუიციონისტური ლოგიკის პოლიედრული სემანტიკა. კ. ე. მონაწილეობდა რიგ სამეცნ.-კვლევით საგრანტო პროექტებში და არის რეგულარული საერთაშ. კონფერენციების TbiLLC და ToLo თანაორგანიზატორი.