ქუთელია ნათელა
ქუთელია ნათელა

ქუთელია ნათელა (18. VIII. 1928, ქ. სოჭი-2014), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ფაკ-ტი ინგლ. ენის სპეციალობით (1951), ასპირანტურა-ზოგადი ენათმეცნ. სპეციალობით (1954). ეწეოდა სამეცნ. მოღვაწეობას: კითხულობდა ლექციებს უნ-ტში ზოგადი ენათმეცნ. მიმართულებით (1954-დან).  იყო საქართვ. რესპ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1990-1991), ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (09.04.1991). ქ. ნ. იყო ფილოლ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, 2 მონოგრაფიის, 3 წიგნისა და მრავალი სამეცნ. სტატიის ავტორი. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „ჰარმონიულ ხშულთა ორი სისტემა ქართულ ენაში (ექსპერიმენტალური გამოკვლევა)“ (1955), სადოქტორო დისერტაციის თემა — „ლაზურის ფონემატური სტრუქტურა, სეგმენტური ფონემები და ფონემათა ჯგუფები: პარადიგმატიკა და სინტაგმატიკა“ (1986).  

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ქუთელია, ნ. (1982). ლაზური პარამითეფე. საქ. სსრ მეცნ. აკად.; ქუთელია, ნ. (2012). ქართველოლოგიური კვლევები: შრომების კრებული. უნივერსალი. ISBN: 9789941177408;