კუტალია გურამ მამანტის ძე
კუტალია გურამ მამანტის ძე

კუტალია გურამ მამანტის ძე (16.XI.1939, სოფ. ძველი აბასთუმანი-29.VIII.2021, თბილისი), ისტორიკოსი, თსუ-ის პროფესორი (2001). დაამთავრა ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწ. პედ. ინ-ტი (1960); თსუ-ის  ისტორიის ფაკ-ტი (1963). გ. კ.-მ  საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „მარტინ ლუთერის პოლიტიკური და პედაგოგიური შეხედულებანი“ (1990); მიენიჭა დოცენტის სამეცნ.-პედ. წოდება (1996); ასევე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდეები რეფორმაციის ეპოქის გერმანიაში“ (1999); იკავებდა თსუ-ის ისტორიის კათედრის გამგის პოზიციას (2006); იყო ისტორიის ფაკ-ტისა და დიდი საბჭოს წევრი და ფაკ-ტის  სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; ასევე კითხულობდა ლექციებს სხვა სასწ. დაწესებულებებში: „იბერია“, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტი; გორის სახელმწ. სასწ. უნ-ტში  (2006-2010). გ. კ. თსუ-ში კითხულობდა შემდეგ საუნივერსიტეტო კურსებს: „ადრეული შუა საუკუნეები და ჯვაროსანთა ეპოქა“, „გვიანი შუა საუკუნეები და რენესანსის ეპოქა“, ‘ბიზანტიის ისტორია, რეფორმაცია და კონტრეფორმაცია’, „არაბული ესპანეთი“, „დიდი ბრიტანეთის ისტორია“, „საფრანგეთის ისტორია“ და სხვა.

თხზ.: კუტალია, გ. (1998) მარტინ ლუთერის თეზისები. თბ., მერიდიანი, ISBN 9992822848. კუტალია, გ. (2005). ეინჰარდის „კარლოს დიდის ცხოვრება“. თბ., უნივერსალი, ISBN 9994032054.  კუტალია, გ. (2009) ბერი, რომელიც აუჯანყდა რომს: მარტინ ლუთერი. თბ. ჰოროსი XXI, ISBN 9789941407055. კუტალია, გ. (2012) დადგა ჟამი ჭეშმარიტების ღაღადისა და დიდი ცვლილებებისა. თბ., მერიდიანი, ISBN 9789941104992. კუტალია, გ. (მთარგმნელი). (2016) ერაზმ როტერდამელი. გიყვარდეთ ერთმანეთი. თბ., მერიდიანი, ISBN 9789941252426.

ლიტ.: წითლანაძე, თ. (2024). გურამ კუტალია - (1939-2021). სტუდენტური საისტორიო ძიებანი, N 3, გვ. 264-266