-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
კუტალაძე ვასილ არსენის ძე
კუტალაძე ვასილ არსენის ძე (11.V. 1944. სამტრედია - 2001), ეკონომისტი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი მრეწველობის ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით (1962-1970). მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში მეთოდისტად, სასწ. ნაწილის გამგედ, სამშ. ტრესტის ბუღალტრად, გამოთვლითი ტექნიკის განყ-ის უფროსად, სახბანკის მმართველის თანაშემწედ, დარგობრივ ლაბორატორიაში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად, თსუ-ის აღრიცხვის, კონტროლისა და ეკონომ. ანალიზის სრუყოფის სამეცნ.- კვლ. დარგობრივ ლაბორატორიაში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1978), ბუღალტრული აღრიცხვის კათედრაზე მასწავლებლად, პრორექტორის თანაშემწედ (1984-1995). კ. ვ. მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. (1990) და კათედრის დოცენტის წოდება (1994).