-
ავტორი
- კატეგორიები: კარტოგრაფი გეოგრაფი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ქურთუბაძე მანანა ნოდარის ასული (16. X. 1965, თბილისი), კარტოგრაფ-დიზაინერი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი (1988) და ასპირანტურა კარტოგრაფიის სპეციალობით (1993). მუშავებს ფერთმცოდნეობის საკითხებს კარტოგრაფიაში, რაც აქამდე სიღრმისეულად არ არის გამოკვლეული. ქ.მ.-მ სტუდენტობის პერიოდშივე დაიწყო მუშაობა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობების შემსწავლელი სამეცნ.-კვლ. ლაბორ. ლაბორანტად (1987). ამავდროულად მუშაობდა მასწავლებლად თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის კათედრაზე (1991-2006); თსუ-ის სოციალურ და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის სოც.-ეკონ. და პოლიტ. გეოგრ. მიმართულებაზე (2006-2007). ატარებდა სტუდენტებთან ლექციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს კარტოგრაფიულ დიზაინში, თემატურ კარტოგრაფიაში, კომპიუტერი კარტოგრაფიაში, გეოინფორმატიკაში. სტუდენობიდან მონაწილეობდა პროფ. ნიკო ბერუჩაშვილის მიერ ორგანიზებული მთიანი ლანდშაფტების სასწ. (ზაფხულისა და ზამთრის) ექსპედიციებში (1985-1999): საქართველო, ჩეჩნეთი, უკრაინა, რუსეთი, ტაჯიკეთი. უნ-ტის პარალელურად, ქ.მ. მუშაობდა გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლ. ექსპერტიზის სამმართველოს ინფორმაციის განყ-ბაში მთ. სპეციალისტად (1991-94); სამეცნ.-ტექნიკურ ცენტრში კარტოგრაფად (1994); G-Info - საქართვ. გეოინფორმაციულ ცენტრში გეოგრაფ-კარტოგრაფად (1994-98); GRID-თბილისში გეოგრაფ-კარტოგრაფად (1998-2001) და დირექტორად (2001-2008). ამ პერიოდში მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. პროექტში გარემოს დაცვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და კარტოგრაფიის მიმართულებით, რომელთა შედეგები უმთავრესად ვებ-გვერდების სახით გამოქვეყნდა. იყო მრავალი გარემოსდაცვითი სემინარის/სწავლების თანაორგანიზატორი. ქ.მ.-მ გაიარა არაერთი ტრენინგი გარემოს დაცვის სფეროში (1995-2011) საქართვ. და ევრ. სხვადასხვა ქვეყანაში: გარემოზე ზემოქმედების შეფასება, გარემოსდაცვითი აუდიტი, სანაპირო ზონის მართვა და საზ-ების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება – Phare/Tacis Regional programmes, ICZM, თბი.; თანამედროვე ტექნოლ. გამოყენება გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვაში, UNEP-ENRIN-პროგრამა, GRID-ვარშავა; სანაპირო ზონის კომპლექსური მართვის (ICZM) პროგრამა, ERM/UK, თბილ.; ინტერნეტი გარემოსდაცვითი მოხსენებებისა და ინფორმაციის გავრცელებისათვის, სწავლება ოფისის მართვასა და ბუღალტერიაში, ორივე UNEP/GRID-არენდალი, ნორვეგია; GEO-3 Core Data Sets ON-Line, UNITAR, CEU-ბუდაპეშტი; ორჰუსის კონვენციის ძირითადი პრინციპები, EU, REC-CEE, კიევი; სასწ. სემინარების მომზადება და მართვა ორჰუსის კონვენციის ხელშეწყობის მიზნით, EU, REC-CEE, ლიკანი; სასწ. კურსი ბუღალტერიაში, საბაზისო მენეჯმენტი – ნიველი, ბელგია. ქ. მ. ინტენსიურად თანამშრომლობს გამომც. „ლოგოს პრეს“-თან სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადებაში გეოგრ. და ისტორიაში როგორც კარტოგრაფი, ავტორი და რედ. (2007-დან). მრავალი წელი იგი ცხოვრობდა ბელგიაში (2008-2024) და ასრულებდა დამოუკიდებელი კარტოგრაფ-დიზაინერის ფუნქციას. ამ პერიოდიდან მონაწილეობს საგამომც. და გარემოსდავცით პროექტებში კარტოგრაფად: Autrement, პარიზი; Zoï Environment Network, ჟენევა; GRID-Arendal, ნორვეგია. ქ. მ. ჩართულია ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის პროექტში საქართვ. და რეგიონალური ატლასური კარტოგრაფირების პროცესთან დაკავშირებით, როგორც კარტოგრაფ-დიზაინერი და რედაქტორი (2015-დან, ხელმძღვ.: გულიკო ლიპარტელიანი): საქართვ., კახეთისა და ქვემო ქართლის ატლასები. ასევე მონაწილეობდა შემდეგი ატლასების შედგენაში: Tbilisi Environmental Atlas, 1999. USIA, IREX, UNEP/GRID-Arendal; ქართ. ღვინო, რუკა-ბუკლეტი. GTZ, TACIS, GEPA, 2002; Atlas géopolitique du Caucase. Autrement, Paris (ფრ. და ქართ.), ISBN: 978-2746712966, 2012. თანაავტორობით გამოქვეყნებული აქვს სტატიები იმფაქტფაქტორიან ჟურნ. (4) და პუბლიკაციები ინტერნეტ და ბეჭდური სახით.
თხზ.: Kurtubadze, M. (თანაავტორი). (1995). Environmental Information Systems in Georgia - Environment Assessment technical reports. UNEP/GRID-Arendal. ISBN: 0980715194; Kurtubadze, M. (თანაავტორი). (1996). State of the Environment Georgia. UNEP/GRID-Arendal; Kurtubadze, M. (თანაავტორი). (1999). Biodiversity Report of Georgia’1999. UNEP/GRID-Arendal; Kurtubadze, M. (თანაავტორი). (2002). Caucasus Environmental Outlook (CEO)-2002. UNEP/ROE, UNEP/DEWA, BUWAL. თბ., ნიუ მედია, ISBN: 9992880325; Kurtubadze, M. (თანაავტორი). (2012). Climate Change in the South Caucasus. Zoi-Environment. Geneva; Kurtubadze, M. (თანაავტორი). (2017). Climate Change and Security in the South Caucasus Republic of Armenia, Republic of Azerbaijan and Georgia: Regional Assessment. UNDP, UN Environment, OSCE, UNECE, REC; Kurtubadze, M. (თანაავტორი). (2020). Caspian Sea: State of the Environment 2019 (En, Ru). Tehran Convention Secretariat and GRID-Arendal. Geneva and Arendal, ISBN: 9788277011950.