-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი გეოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ქურდიანი იოსებ გიორგის ძე (13.V.1900, თბილისი – 27.X.1977, თბილისი), მეტეოროლოგი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1970), პირველი ქართვ. მეტეოროლოგი. დაამთავრა თბილ. ქართ. გიმნაზია (1918), თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1924). გაიარა ასპირანტურის კურსი ფიზ. გეოგრ. კათედრაზე (1928-1931). მუშაობდა თბილ. გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, თსუ-ის გეოგრ. განყოფილებაში (1928-დან), გეოგრ. ინ-ტში (იყო ინ-ტის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი და სწავლული მდივანი (1933-დან), თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის, შემდეგ ფიზიკის ფაკ-ტზე, იყო დეკანი (1939-დან). სხვადასხვა დროს შეთავსებით მუშაობდა გეოფიზიკის ინ-ტში (1951-1960) და ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში (1968-დან). მისი ხელელმძღვანელობით თსუ-ში შეიქმნა პირველი კლასის სასწ.-საწარმოო მეტეოროლოგიური სადგური, რომლის პირველი გამგე თვითონ გახდა (1932). მან დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა დოცენტის სამეცნ. წოდება ზოგად მეტეოროლოგიასა და კლიმატოლოგიაში (1931), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია (1968). ქ. ი.-ს გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, რ-იც ძირითადად ეხება მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის, დინამიკური მეტეოროლოგიის, აეროლოგიის, ამინდის და კლიმატური პროგნოზების და სხვა საკითხებს. შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მან ასევე თარგმნა რიგი უცხოური სახელმძღვანელოები კლიმატოლოგიაში. იგი მრავალი კლიმატური რუკის ავტორია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში მეტეოლოლოგიიის განვითარებაში. ქ. ი. დაჯილდოებული იყო საქართვ. უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1969). მისი სახელი მიეკუთვნა თსუ-ის მეტეოროლოგიურ სადგურს (1979).
თხზ.:ქურდიანი, ი. (1931). პრაქტიკული მეტეოროლოგიის სახელმძღვანელო. ტფილისის სახელმწ. პედ. ინ-ტი, გეოგრ. კათედრა, სახელგამის გა-მა; ქურდიანი, ი. (1935). ელჭექი და სეტყვიანობა კახეთში: წინასწარი კლიმატოლოგიური ეტიუდი. რედ.: გ. გეხტმანი, საქ. გეოგრ. საზ-ბა, სახუნტი; ქურდიანი, ი. (1936). ქარის სიჩქარის დღიური მსვლელობა ტფილისში. უნ-ტის გამ-ბა.; ქურდიანი, ი. (1937). პრაქტიკული მეტეოროლოგია. თბილ. სახელმწ. უნ-ტი, გეოფიზიკისა და მეტეოროლოგიის კათედრა; ქურდიანი, ი. (1956). ატმოსფეროს ოპტიკური მოვლენები (მეცნ.-პოპულ. სერია). საქართვ. სსრ მეცნ. აკადემია, თბ.; ქურდიანი, ი., ჩხეტია მ. (1959). მეტეოროლოგიის მოკლე კურსი (მეცნ.-პოპულ. სერია). თბილ. უნ-ტის გამ-ბა და სტ.; ქურდიანი, ი. (1960). ელჭექი და სეტყვა. თბილ, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982; ბოლაშვილი ნ., გორდეზიანი თ., დავითაია ე., დონაძე ც., ელიზბარაშვილი ნ., ლაღიძე ლ., მაჭავარიანი ლ., მგალობლიშვილი ქ., ნანობაშვილი თ., ნიკოლაიშვილი დ., სალუქვაძე ე., სართანია დ., სეფერთელაძე ზ., ტრაპაიძე ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 978-9941-13-364-0.