ქურდიანი გრიგოლი ზაქარიას ძე (05. III. 1873, საგარეჯო-14.VI. 19570), ინჟინერი, პედაგოგი, საზ. მოღვაწე, შრომის გმირი (1932). სწავლობდა საგარეჯოს სკოლაში; დაასრულა თბილ. რეალურ სასწ. სრული კურსი; დაამთავრა ხარკოვის ტექნოლ. ინ-ტი (1898); სტუდენტობის დროს ვორონეჟში, სამხრ.-აღმ. რკინიგზათა სახელოსნოში მემანქანის თანაშემწედ მუშაობდა. ორთქმავლის მემანქანეობის გამოცდები ჩააბარა და მატარებელი დამოუკიდებლად დაჰყავდა (1895). ქ. გრ. დაბრუნდა სამშობლოში (1898). მუშაობა დაიწყო ახტალის მაღაროების ფრანგ. კომპანიის ალავერდის სპილენძსადნობ ქ-ნაში (1898); მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაქო-ბალახანაში, ნობელის ნავთის სარეწაოებში გადავიდა სამუშაოდ. იყო თბილ. საქალაქო თვითმმართველობის წყალსადენის ქსელის გამგე (1900- 1921); შემდეგ დირექტორი; თბილ. თვითმმართველობის მთ. ინჟ.; მთელ აღმ. საქართველოში, კერძოდ, კახეთის, ქიზიყის, ქართლის, მანგლისის რაიონის და სხვა, თითქმის 140-მდე სოფელში საძირკველი ჩაუყარა სასოფ. წყალსადენების და წყაროების გამოყვანას (1901). მას წყარო ისეთ ადგილებიდან გამოჰყავდა, სადაც წყალს ბუნებითი მდინარება ჰქონოდა და საქაჩები არ დასჭირვებოდა. მიხა ჩოდრიშვილთან ერთად, თბილ., მადათოვის კუნძულზე შექმნა არტელი "შრომა" (1902), რ-ის თავ-რეც თვითონ იყო. თბილ. თვითმმართველობაში მუშაობის დროს საკუთარი გეგმით გარდაქმნა ქალაქის წყალსადენის ქსელი და წყლის გამოყვანის მიზნით გამოიკვლია ბულაჩაურ-ნატახტარის წყაროები (1908-1910); თბილ. ქუჩები ქვაფენილით მოაპირკეთა და დაიწყო ქალაქის დაგეგმარება. საქართვ. გასაბჭოების შემდეგ, იყო სახ. მეურნეობის უმაღლ. საბჭოს სახელმწ. ნაგებობათა კომიტის თავ-რე (1921); ქვემო ქართლში, სოფ. ჩათახის თუჯსადნობი ქ-ნის მთ. ინჟ. (1922); თბილსაბჭოს მთ. ინჟ. (1924-1930); სახ. მეურნეობის მთ. ინჟ (1930-1934); სანიტ.-ტექ. საგეგმო სახელოსნოს გამგე (1934); იგი გარდა სამსახურეობრივი საქმიანობისა, აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საზ. ცხოვრებაში. იყო საქართვს ეროვნ. საბჭო, წევრი (1917-); ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ნამდვილი წევრი (1900-1911); თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918). იგი აქტიურად იყო ჩართული თსუ-ის დაარსებაში; მისი ინციატივით შეიქმნა საქართვ. ტექნ. საზ-ება, რ-საც ხუთი წელი თავად თავ-რეობდა; იყო მუდმივი წევრი საკავშ. სანიტ. ბიუროსი; თანამშრომლობდა ჟურნ. "ტექნიკასა და შრომაში"; იგი ეწეოდა პედ. საქმიანობას. იყო ინდუსტრიული ტექნიკუმის მასწავლებელი; უნ-ტის ლექტორი და სამხატვრო აკადემიის პროფესორი;
ლიტ.: საქართვ. ეროვნ. არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი, 471-1-16, გვ. 5.