-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ქურდაძე რამაზ შოთას ძე (25. VIII. 1961, დაბა სურამი), ენათმეცნიერი, პროფესორი. დაამთავრა ნ. ბარათაშვილის სახ. ქ. გორის პედ. ინ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (1983); თსუ-ის ასპირანტურა, ახ. ქართ. ენის განხრით (1986). ქ. რ. არის ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (198 7); ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1999); თსუ-ის დოცენტი (1992); პროფესორი (2001), ასოცირებული პროფესორი (2006); სრული პროფესორი (2009). მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „ქართული ენის ქართლური დიალექტის ლიახვისა და ფრონის ხეობათა მეტყველება“ (1987), ხოლო სადოქტორო დისერტაციის თემა - „ხმოვანმონაცვლე ზმნები თანამედროვე ქართულში“ (1999). იყო ფულბრაიტის პროგრამით მიწვეული მკვლევარი და ლექტორი ნიუ-იორკის სახელმწ. უნ-ტში (სტონი ბრუკში, აშშ, 2007-2008); „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ ფაკ-ტის განვითარების მხარდაჭერის პროგრამით მიწვეული მკვლევარი და ლექტორი დარტმუთის კოლეჯში (ნიუ ჰამფშირში, აშშ, 2011, 2012, 2013); მიწვეული ლექტორი ლეიდენის უნ-ტში (ნიდერლანდების სამეფო, 2012, 2016, 2018, 2022); მიწვეული ლექტორი ბრემენის უნ-ტში (გერმანიის ფედერ. რესპ. 2015). ქ. რ. არის თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ქართ. ენის სასწ.-სამეცნ. ინ-ტისა და ამავე ინ-ტის ახ. ქართ. ენის კათედრის ხელმძღვ. (2009-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2006-დან); თსუ-ის სენატის წევრი (2006-2010); აკად. საბჭოს წევრი (2010-2016, 2018-დან). განთლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის უმაღლ. საგანმან. პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი (2014-დან); სახელმწ. ენის დეპარტ. ექსპერტი (2018-დან). არის არაერთი ნაშრომის ავტორი: „ქართული ენა“ 1, ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელებისათვის (2018); „თანამედროვე ქართული ენის სოციალურ-კულტურული ასპექტები“ (2012); „ქართულ-მეგრულ-ლაზურ-სვანურ-ინგლისური ლექსიკონი“ (იდეის ავტრი და ქართული ინდექსის შემდგენელი) (2015); „ხმოვანმონაცვლე ზმნები თანამედროვე ქართულში“ (2005).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ქურდაძე, რ. (შემდგენელი). (2007). სვანური ენა: გრამატიკული მიმოხილვა, ტექსტები: ლექსიკონი. თბ., პეტიტი. ISBN: 9789994094462; ქურდაძე, რ. (თანაავტორი). (2022). ევიდენციალობის კატეგორია ქართველურ ენებში: წიგ. 1.თბ., პეტიტი, ISBN: 9789941966897; ქურდაძე, რ. (თანაავტორი). (2022). უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში: წიგ. 2. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941332654.