ქურდაძე ლერი მიხეილის ძე
ქურდაძე ლერი მიხეილის ძე

ქურდაძე ლერი მიხეილის ძე (27.XII.1943, თბილისი-14.VII.2024, თბილისი). საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ნოვოსიბირსკის უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტზე, რომლის წარმატებით დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო ნოვოსიბირსკის ბირთვული ფიზიკის ინ-ტში (1965), ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის ფუნდამენტურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში. აქვე დაიცვა საკანდიდატო: Исследование электрон-позитронной аннигиляции в пары μ⁺μ⁻ , π⁺π⁻ при полной энергии 1.18-1.34 Гэв» (1972) და სადოქტორო დისერტაცია: «Исследование ρ, ω, Φ-резонансов и формфакторов пиона и каонов на встречных e⁺e⁻ -пучках» (1985). მოგვიანებით ქ. ლ. გადმოვიდა თსუ-ში სამუშაოდ, სადაც იყო ბირთვული ფიზიკის კათედრის გამგე (1986-2006). ელექტრონულ-პოზიტრონულ შემხვედრ ნაკადებზე ელემენტარული ნაწილაკების მასის პრეციზიული გაზომვებისთვის მას მეცნ. ჯგუფთან ერთად მიენიჭა საბჭ. კავშირის სახელმწ. პრემია (1989).  პროფ. ქ. ლ. მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტი იყო ელემენტარული ნაწილაკების, ამაჩქარებლებისა და დეტექტორების ფიზიკაში. თსუ-ში მუშაობის დროს იგი აქტიურად მონაწილეობდა ფიზიკის ფაკ-ტის როგორც სასწ. და სამეც., ისე ორგანიზაციულ პროცესებში. მისი უშუალო და აქტ. მონაწილეობით განხორციელდა ფიზიკის პროგრამის გადასვლა ორსაფეხურიან სწავლებაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), რაც ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო საქართველოში. იგი იყო 5 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვ., სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში.

თხზ.:  Kurdadze, L. (თანაავტორი). (2005). Study of the radiation hardness of CsI(Tl) scintillation crystals. Nucl. Instrum. Meth. A541, pp. 501-515;  Kurdadze, L. (თანაავტორი). (2004). Reanalysis of Hadronic Cross Section Measurements at CMD-2. Phys. Lett. B578, pp. 285-289;  Kurdadze, L. (თანაავტორი). (2000). On Some rare weak decays of vector mesons. Phys.Atom.Nucl. 63, pp. 882-890.

ლიტ.: Мелитаури, О. (1989). Подвластно мысли: [О докторе физико-математических наук, профессоре, заведующем кафедрой ядерной физики ТГУ, новом лауреате        Государственной премии СССР Лери Михайловиче Курдадзе]. Вечерний Тбилиси,11 ноября.