ქურჩიშვილი ლამარა
ქურჩიშვილი ლამარა

ქურჩიშვილი  ლამარა არკადის ასული (04.XII.1957, ქ. თბილ.). მათემატიკოსი თსუ-ის დოცენტი, პედ. მეცნ. კანდიდატი (1998). დაამთავრა:  თბილ.  123-ე  საშ.  სკოლა (1974), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1979), მუშაობდა თსუ-ის  საინფორმაციო ცენტრში ინჟინერ-პროგრამისტად (1990 -1992), ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის  ასისტენტად და  დოცენტად (1992-2005). არის თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტზე მოწვეული პედაგოგი (2006). იმუშავა მოწვეულ პედაგოგად ზუსტ და საბუნებისმეტყველო და ეკონომიკის ფაკ-ებზე, ფრანგულ-ქართ. ინ-ტში. პარალელურად  მუშაობს თბილ.  საშ. სკოლებში: 31-ე (1986) და 21-ე საჯარო (2017)  და , კერძო სკოლა „ჯეჯილი“, მინიჭებული აქვს მენტორ მასწავლებლის სტატუსი. სილქნეტის საკაბელო ტელევიზიაზე ატარებს ტელეგაკვეთილებს მათემატიკაში (2011). მათ. სწავლების მეთოდიკაში სადისერტაციო თემის ხელმძღვანელია (2016-2018). არის შემეცნებითი და დამხმარე სახელმძღვანელოების თანაავტორი, ქუთაისის და ბათუმის საერთაშ. კონფერენციების მონაწილე. აქვს 10 საავტორო მოწმობა საშ. და უმაღლ. სკოლის სახელმძღვანელოებზე. მისი სამეცნ. ინტერესები უკავშირდება მათემატიკის  სწავლების  მეთოდიკას. არის ავტორთა იმ ჯგუფის წევრი, რომელმაც  მოამზადა  I-XII კლასების სახელმძღვანელოები და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნები (76 წიგნი). ეს სახელმძღვანელოები გრიფირებულია თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე (2004-დან) და მიღებული აქვს  „სოროსის“ საერთაშ. ფონდის პრემია სახელმძღვანელოების კონკურსში გამარჯვებისთვის (2002).

თხზ.: ქურჩიშვილი, ლ. (2001).  ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა  (თანაავტორი ა.ქურჩიშვილი),  დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტთათვის. თსუ  გამ-ბა; ქურჩიშვილი, ლ. (თანაავტორი). (2001). მათემატიკური კალეიდოსკოპი. გამომ-ბა ინტელექტი; ქურჩიშვილი, ლ. (თანაავტორი). (2004).  ზოგიერთი ალბათური ამოცანის ამოხსნის ერთი მიდგომის შესახებ საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XIV საერთაშორისო კონფერენცია.