-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი პედაგოგი
ქურჩიშვილი არკადი ალექსანდრეს ძე (10.V.1932 - 10.VII.2021, ქ. თბილ.), მათემატიკოსი, თსუ-ის ასისიტენტ პროფესორი. ოქროს მედალზე დაამთავრა თბილ. ვაჟთა საშ. სკოლა (1950), წარჩინებით თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1955). ის წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე. კითხულობდა ლექციებს ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში, ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს სხვადასხვა მათ. საგანში (1955-2005). მუშაობდა კერძო სკოლა „ჯეჯილში“ მათემატიკის მასწავლებლად (2006-2021). ის არის შემეცნებითი, უმაღლესში შემსვლელთა და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტების სტუდენტთა დამხმარე 15 წიგნის და სტატიების ავტორი.
თხზ.:ქურჩიშვილი, ა. (1979). უმაღლესი მათემატიკის ამოცანათა კრებული, I ნაწილი (ანალიზური გეომეტრია და უმაღლესი ალგებრა). თსუ გამ-ბა; ქურჩიშვილი, ა. (1985). უმაღლესი მათემატიკის ამოცანათა კრებული, II ნაწილი (მათემატიკური ანალიზი). თსუ გამ-ბა; ქურჩიშვილი, ა. (1990). უმაღლესი მათემატიკის ამოცანათა კრებული, III ნაწილი (დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებები; ვარიაციული აღრიცხვა, ალბათობის თეორია). თსუ გამ-ბა; ქურჩიშვილი, ა. (2001). ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტები. თსუ გამ-ბა.