კურატაშვილი გია ოთარის ძე (20.III.1951, თბილისი), 1972 წელს დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1972) და მუშაობა დაიწყო თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში. კ. გ.-ს ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხრისხი მიენიჭა სადისერტაციო ნაშრომზე: „მეზონების ინკლუზიური დაბადება pp-ურთიერთქმედებებში 22.4 გევ /c იმპულსის დროს კვარკების შერწყმისა და რეკომბინაციის მოდელში“ (1994). სხვადასხვა ხანგრძლივობით მუშაობდა სხვადასხვა სამეცნ. ცენტრში: ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ-ტი (JINR, დუბნა, რუსეთი); IHEP (პროტვინო, რუსეთი); ITEP (მოსკოვი, რუსეთი); მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტი (სერპუხოვი, რუსეთი). კ. გ. მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. პროექტსა და თანამშრომლობაში. არის 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნ. საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: „Analysis of the inclusive spectra of pi- mesons from nucleus nucleus collisions in terms of light front variables“ (Phys.Atom.Nucl. 63,1584-1588, 2000); „Modified KNO-scaling for the multiplicity distribution of charged secondary pi-mesons created in the collisions of relativistic nuclei“ (Proc.Tbilisi Univ. 36, 19-33, 2002); „The analysis of pi- meson spectra in semicentral C C and C Ta collisions at a momentum of 4.2-GeV/c per nucleon in terms of light front variables“ (Phys.Atom.Nucl. 67, 1330-1337, 2004). კ. გ. სხვადასხვა წლებში კითხულობდა ლექციების კურსს თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე. კოლეგებთან ერთად არის რამოდენიმე ადგილ./საერთაშ. სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე.