-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი პედაგოგი მეცნიერ თანამშრომელი
კუპრეიშვილი ნონა ნოეს ასული (29.X.1952, ქ. სოჭი), ფილოლოგი, ფილოლოგიურ მეცნ. კანდ., სადისერტაციო თემა: "ოციანი წლების ქართული მხატვრული პროზა ჟურნალ "მნათობში": 1924-1928 წლები" (1988), ფილოლოგიის დოქტორი (2000). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი. თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის ჯერ უმცროსი (1991), შემდეგ კი უფრ. მეციერ-თანამშრომელი (2014), ქართულ-ამერ. უნ-ტის მოწვეული ლექტორი (ლიტმცოდნეობის შესავალი, 2020–2023). კ. ნ.-ს კვლევის სფეროა XX-XXI ს. ქართ. მწერლობა, როგორც მოდერნისტული, ისე საბჭ. და პოსტსაბჭოთა პერიოდები. იგი იკვლევს XX ს. ქართ. პროზის ძირითად ტენდენციებსა და თავისებურებებს. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა მ. ჯავახიშვილის ლიტ. მემკვიდრეობის შესწავლა. მწერლის რომანები და მოთხრობები გაანალიზებულია როგორც რეცეფციული, ისე ეკონ. კრიტიკის მეთოდით. წარმოჩენილია ქართ. საზ-ების სტრუქტურა, რ-მაც გასაბჭოების შემდეგ სერიოზული ცვლილებები განიცადა. კ. ნ.-მ წიგნად გამოსცა ლიტ. წერილები ,,სიტყვის დეგუსტაცია“, რ-შიც XX ს. მეორე ნახევრის (1953-1990) ლიტერატურულ პროცესთნ ერთად განხილულია ,,პოსტსტალინური და შემდგომი ეპოქების კრიტიკული რეფლექსიები“. ნაჩვენებია გზა, რ–იც კრიტიკამ გაიარა, სადამსჯელო-პროპაგანდისტული საშუალებიდან მწერლობის ერთ-ერთ დარგამდე (2013). ამ კონტექსტში აქცენტირებულია იმ კრიტიკოსთა (გ, ასათიანი, მ. კვესელავა, რ. თვარაძე, რ. ყარალაშვილი. თ. დოიაშვილი. ლ. ბრეგაძე) ღვაწლი, რ–ებმაც განაპირობეს კრიტიკის დეპოლიტიზირება და მისი საკუთარ უფლებებში აღდგენა. ამ ფონზე კი გამოკვლეულია ფუნქციონალური სტილის საკითხებით ენის პრობლემატიკის გადაფარვის მცდელობაც, რ–იც ასევე იქნა დაძლეული. ა. თაყაიშვილი, რ. თვარაძე, გ. ასათიანი ზ. გამსახურდია, ა. ბაქრაძე - პოლემიკა ამ აქტორთა მონაწილეობით ენობრივი ორიენტაციიდან კულტ. ორიენტაციის საკითხებზე მსჯელობაში გადაიზარდა. კ.ნ.–მ გამოსცა კრიტიკული ესეების წიგნი ,,საშიში ინტერპრეტაციები“, რ-შიც გარდა თანამედროვე ავტორთა ტექსტებისა რეინტერპრეტირებულია კლასიკოსთა ცნობილი ნაწარმოებები (ვ. ფშაველა, ა. წერეთელი, გ, ტაბიძე, მ. ჯავახიშვილი, კ. გამსახურდია, ნ. ლორთქიფანიძე). ისინი დანახულია დროის განახლებული აღქმით, იმ ნარატიული და კონცეპტუალური გამოვლინებების ჭრილში, რ–ებიც ადრე მეორეხარისხოვნად იყო მიჩნეული (2023). კ.ნ.–მ ასევე გამოსცა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო აქამდე XX ს. 10-20-იანი წლების პერიოდული პრესის ფურცლებზე გაბნეულ ვ. კოტეტიშვილის წერილებს, რ–აც, როგორც გაირკვა, დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალობა (2016). სამეცნ. გრანტის ,,ბოლშევიზმი და ქართული მწერლობა“ ფარგლებში შსს არქივში მოპოვებული მასალების საფუძველზე წარმოჩინდა არაერთი სამწერლო სახელი, რამაც ამ პერიოდის ლიტ. ცხოვრების ზოგიერთი ე.წ. ,,თეთრი ლაქის“ შევსება გამოიწვია. ეს მასალები აისახა კრებულში ,,ბოლშევიზმი და ქართული მწერლობა“ (წიგნი 1, 11 2016; 2018). კ.ნ. ასევე თანაავტორია კრებულებისა ,,XX საუკუნის ქართული ლიტერატურა“ (ნაწ. 1,11, 111, 1Y; 2016; 2021; 2025 ).
თხზ.: კუპრეიშვილი, ნ. (2013). ორი პიესა. თბ.: საუნჯე, ISBN: 9789941442582; კუპრეიშვილი, ნ. (2019). ეროსიდან ეროტიზმამდე: ეროტიკული მოტივები ქართულ მწერლობაში. თბ., არტანუჯი, ISBN: 9789941487323; კუპრეიშვილი, ნ. (2023). საშიში ინტერპრეტაციები: კრიტიკული ესეები. კლასიკა, როგორც მეტაფორა. თბ., ინტელექტი, ISBN: 9789941317316.