კუპრაძე ვიქტორ
კუპრაძე ვიქტორ

კუპრაძე ვიქტორ დიმიტრის ძე (2.XI.1903, სოფ. ყელა (ახლანდ. ნინოშვილი), ლანჩხუთის რაიონი - 25. IV. 1985, თბილისი), მათემატიკოს და მექანიკოსი, თსუ-ის პროფესორი,  საქართვ. მეცნ.  აკად. აკადემიკოსი (1946), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1935), თბილ. მათ. ინ-ტის დირექტორი (1936-1941), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1943), საქართვ. განათლების მინისტრი (1944-1953), საქართვ. მეცნ.  აკადემიის პრეზიდიუმის წევრი (1948-1985) თსუ-ის რექტორი (1954-1958), დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრის დამაარსებელი და გამგე (1954-1980), საქართვ. უმაღ. საბჭოს თავ-რე (1955-1963), გაერთ. ერების ორგანიზაციაში საბჭოთა დელეგაციის წევრი (1958),   საქართვ. მეცნ. აკად. მათ. და ფიზ. განყ-ების აკადემიკოს-მდივანი (1963-1981), საქართვ. მათ. საზ-ების პრეზიდენტი (1962-1966), სსრკ მეცნ. აკად. ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის სწავლული მდივანი (1933-1935), საბჭ. კავშირის თეორ.  და გამოყენებითი მექან. ნაციონალური კომიტეტის წევრი (1976), სსრკ მეცნ. აკად. პლასტიკურობისა და სიმტკიცის სამეცნ. საბჭოს ბიუროს წევრი (1976), საბჭ. მათ. ნაციონალური კომიტეტის წევრი (1980). მიენიჭა საქ. სსრ სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექნ. დარგში (1971). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებით. დაამთავრა: ქუთაისის რეალური სასწ. (1922) და თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1922-1927), სსრკ მეცნ. აკად. ასპირანტურა (1929-1931). მისი სამეცნ. მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: ზომერფელდის გამოსხივების პირობების დაფუძნებასთან დაკავშირებული პრობლემები და სასაზღვრო ამოცანები ჰელმჰოლცის განტოლებისათვის,  ელექტრო-მაგნიტური ტალღების დიფრაქციისა და გაბნევის ამოცანები,  დრეკადობის თეორიის სამგანზომილებიანი ამოცანები, პოტენციალთა მეთოდი, სინგულარული ინტეგრალური განტოლებების თეორია და მათი გამოყენება მათ. ფიზ. და უწყვეტ გარემოთა მექან. მათ. მოდელებში,  დრეკადობის თეორიის დაზუსტებული მათ. მოდელების საწყის-სასაზღვრო და საკონტაქტო ამოცანების გამოკვლევა, საერთაშ.  მასშტაბით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ვიქ. კუპრაძის მიერ მეოცე ს. სამოციან წლებში შემოთავაზებული სასაზღვრო ამოცანების მიახლოებითი ამონახსნების აგების ფრიად ეფექტური მეთოდი, რ-აც დღეს სამეცნ. ლიტერატურაში ძირითადად  „ფუნდამენტურ ამონახსნთა მეთოდს“ უწოდებენ. ის  100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორია, მათ შორისაა ფუნდამენტური  მონოგრაფიები.   

თხზ.:   Kupradze, V. (1952). Fundamental problems in the mathematical theory of diffraction.  Los Angeles; Kupradze, V. (1965). Potential Methods in the Theory of Elasticity. Israel Program of Scientific translations, Jerusalem; Kupradze, V. (თანაავტორი). (1979). Three-dimensional Problems of the Mathematical Theory of Elasticity and Thermoelasticity. North-Holland Publ. Comp., Amsterdam, p. 929.