კუპატაძე შალვა თენგიზის ძე
კუპატაძე შალვა თენგიზის ძე

კუპატაძე შალვა თენგიზის ძე (23.VIII.1956, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1978); სახელმწ. უშიშროების კომიტეტის უმაღლ. კურსები (1981). მუშაობდა საქართვ. სახელმწ. უშიშროების ორგანოებში (1980-1992); იყო თავდაცვის სამინისტროს სამხ. პოლიტიკისა და სტრატეგიული კვლევების მთ. სამმართველოს უფრ. (1998-2000).  თავდაცვის სამინისტროს სამხ. დაზვერვის დეპარტამენტის უფრ.(2000-2004). დაჯილდოებულია 3 მედლით. ბრიგადის გენერალი (2003).