კუპატაძე ბონდო როლანდის ძე
კუპატაძე ბონდო როლანდის ძე

კუპატაძე ბონდო როლანდის ძე (20. VI. 1974, თბილისი), ისტორიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1996), თსუ-ის ხელოვნ. და უცხო ენების ფაკ-ტი (1996). იყო ისტ. მეცნ. კანდიდატი (2001). მისი სადისერტაციო ნაშრომია: „საქართველო და რუსეთის IV სახელმწიფო სათათბირო“ (2001). იყო თსუ-ის ქართ. დიპლომატიის ისტ. სამეცნ.-კვლ. ცენტრის ლაბორანტი (1994); მეცნიერ-თანამშრომელი (2002); თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის მასწავლებელი; დოცენტი (2002); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასისტენტ-პროფესორი (2006); ასოცირებული პროფესორი (2012); თსუ-ის საქართვ. ისტ. სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვ. (2022); საქართვ. განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის უმაღლ. საგანმან. დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი (2018); საუნ-ტო სახელმძღვანელოებისა და სალექციო კურსების (ქართ. დიასპორების ისტ., ქართ. პარლამენტარიზმის ისტ.) ავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი გამოცემების მომზადებაში, როგორებიცაა: „ქართული დიპლომატიური ლექსიკონი“ (2 ტ.); „ივანე ჯავახიშვილი-ენციკლოპედიური ლექსიკონი“; „ქართული საისტორიო ენციკლოპედიური ლექსიკონი“. არის VII, VIII, XI და XII კლასების ისტ. სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი (2007-2025); საქტელერადიო მაუწყებლობის 101-სერიანი დოკუმენტური ფილმის „საქართველო-XX საუკუნე“ სცენარის ავტორი და სამეცნ. კონსულტანტი (2001); პროდიუსერი და სცენარის ავტორი თურქეთის ქართველებსა და ქართ. ძეგლებზე შექმნილი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმებისა: „მზიანი ღამის ფერები“ (2006) და „სამშობლოა ჩემი“ (2010) (საერთაშ. კინოფესტივალ „წმ. ანდრია ჯვარის“ ლაურეატი).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კუპატაძე, ბ. (თანაავტორი). (2011). საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.  თბ., კლიო; კუპატაძე, ბ. (თანაავტორი). (2012). ისტორია. საჯარო სკოლის XII კლასის სახელმძღვანელო. დიოგენე. ISBN 109789941113475; კუპატაძე, ბ. (თანაავტორი). (2012). ისტორია. საჯარო სკოლის XI კლასის სახელმძღვანელო. დიოგენე. ISBN 109789941113468; კუპატაძე, ბ. (თანაავტორი). (2016). 13 მითი სტალინის შესახებ. თბ., კლიო; კუპატაძე, ბ. (2014). ისტორია აბიტურიენტებისთვის. კლიო. ISBN 9789941441394; კუპატაძე, ბ. (თანაავტორი). (2018). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი. თბ., უნ-ტის გამ-ბა,  ISBN 9789941137181; კუპატაძე, ბ. (თანაავტორი). (2020). ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები: ტ. 1-3. თბ., სამშობლო, ISBN 9789941967597.

ლიტ.: ბონდო კუპატაძე: ახალგაზრდა ისტორიკოსი უახლესი ისტორიის პირისპირ. გაზ. თბილისის უნივერსიტეტი, 20 ივნისი, 2014, # 8.