კუნცი ჰარალდ
კუნცი ჰარალდ

კუნცი ჰარალდ  (Kuntz Harald, 04. V. 1944, ქ. დარმშტადი, გერმანია), თსუ-ის სამეცნ. და პროფესორთა საბჭომ ბრანდენბურგის ტექ. უნ-ტის (ქ. კოტბუსი) ეკონ. თეორიის (მიკროეკონომიკა) კათედრის გამგე, ეკონომიკის ფაკ-ტის დეკანი, პროფესორი, დოქტორი,  აირჩია საპატიო დოქტორად (28.06.1999).

კ. ჰ. სწავლობდა ბონის, ფრანკფურტისა და ფრაიბურგის უნ-ტებში ეკონ. და სამართალმცოდნეობის ფაკ-ტებზე (1967-1971). მან ზაარბრიუკენის უნ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ინდივიდუალურ და ორგანიზებულ დანაშაულებათა ეკონომიკა“ (1975). სანიმუშო სადისერტაციო ნაშრომისათვის დაჯილდოვდა დოქტორ ე. მარტინის პრიზით (1976).

კ. ჰ. ზაარბრიუკენის უნ-ტში უძღვებოდა ლექციათა კურსს სამართ. ეკონ. ანალიზის (1983-1993), ინსტიტუციური ეკონ. და მიკროეკონომიკის საკითხების შესახებ. იგი ბრანდენბურგის ტექ. უნ-ტის ეკონ. თეორიის კათედრის გამგე (1994), შემდეგ კი – ეკონომიკის ფაკ-ტის დეკანია (1998).

კ. ჰ. აქტიურად თანამშრომლობს თსუ-სთან: ყოველწლიურად კითხულობს ლექციებს ეკონომიკის ფაკ-ტის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის (1990). მისი ინიციატივით ბრანდენბურგის უნ-ტში სასწავლებლად სისტემატურად იგზავნებიან ქართვ. სტუდენტები, თსუ კი ჩართულია “TEMPO”–ს პროგრამაში.