-
ავტორი
- კატეგორიები: კავკასიოლოგი საპატიო დოქტორი
კუმახოვი მუჰადინ აბუბექირის ძე (Кумахов Мухаддин, 29. VII. 1928 – 07. 06. 2008, მოსკოვი), მნიშვნელოვანი მეცნ. კვლევებისათვის კავკასიოლოგიაში და თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის კავკასიოლოგს, ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (08.10.2007).
კ. მ.-მა წარმატებით დაასრულა თსუ (1952). იგი რამდენიმე მიმართულებით მუშაობდა: იკვლევდა დასავლურ-კავკასიურ ენებს, გრამატიკის საერთო თეორიის პრობლემებს, ტიპოლოგიას, კომპარატივისტიკას, ფოლკლორს, ეროვნ. ეპოსის საფუძვლებს ერის კულტურაში, დაინტერესებული იყო უბიხების ისტორიით, ენითა და კულტურით.
კ. მ. დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა სსრკ–ის მეცნ. აკადემიის ენათმეცნიერების ინ-ტის კავკ. ენების განყ-ბაში. იგი ხელმძღვანელობდა ლინგვისტური კომპარატივისტიკის განყ-ბას (1991-2005). მეცნიერი 1991-1998 წლებში მიწვეული პროფესორის სტატუსით მუშაობდა ლუნდის უნ-ტში, სადაც პროფ.კ. ვამლინგთან ერთად დაწერა ორი მონოგრაფია. იქვე მიენიჭა ლუნდის უნ-ტის საპატიო დოქტორის წოდება.
კ. მ. იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის წევრი და არნ. ჩიქობავას სახ. საერთაშ. პრემიის მფლობელი, აგრეთვე, კავკასიოლოგთა ევრ. საზ-ბის წევრი, „ყოველწლიური იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“ საერთაშ. გამომცემლობის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
კ. მ.-მა მრავალ კანდიდატსა და დოქტორს გაუწია ხელმძღვანელობა. არაერთ ენაზეა თარგმნ. მისი შრომები: „ადიღური ენების მორფოლოგია - სინქრონულ-დიაქრონული დახასიათება,“ „ადიღური ენების შედარებით-ოსტორიული ფონეტიკა,“ „ადიღური ენების შედარებით-ისტორიული გრამატიკა“ და სხვ.