კუკუჯანოვი სერგო
კუკუჯანოვი სერგო

კუკუჯანოვი სერგო (04.X.1933 ქ. თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა 21-ე საშ. სკოლა (1953), მოსკოვის ფიზ.-ტექ. ინ-ტი (1959).  ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1964), დოქტორი (1987). მუშაობს ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტში: მათ. ფიზ. განტ. გან-ბის უმცროსი მეცნ. თანამშრომლად (1959-1969), დრეკადობის მათ. თეორიის  გან-ბის უფრ. მეცნ. თანამშრომლად (1969-1988), წამყვან მეცნ. თანამშრომლად (1988-2006), უფრ. მეცნიერ თანამშრომლად (2006–დან). მისი სამეცნ. ინტერესებია: ცვლადკოეფიციენტებიანი კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების საკუთარი მნიშვნელობების ამოცანების ამოხსნების ოპტიმალური მიახლოება პროექციული მეთოდებით; საკუთარი მნიშვნელობების საუკეთესო მიახლოებების განსაზღვრა საკოორდინატო ფუნქციების ფიქსირებული რაოდენობისას. შემოთავაზებულია წრფივი ოპერატორული განტოლებებისათვის  საკუთარი მნიშვნელობების ოპტიმალური მიახლოების განსაზღვრის მეთოდი მათი პროექციული (რიტცის, გალიორკინის და სხვ. ტიპის) მეთოდებით  ამოხსნისას. ამ მეთოდის საფუძველზე ამოხსნილია რიგი პრატიკულად მნიშვნელოვანი ამოცანებისა  გარსების   მდგრადობისა და რხევის  თეორიაში, როდესაც გარსი იმყოფება  არაერთგვაროვანი დატვირთვისა და ტემპერატურული ველის ზემოქმედების ქვეშ. განხილულია როგორც ცილინდრული, ასევე ცილინდრულთან მახლობელი  დადებითი და უარყოფითი გაუსის სიმრუდის მქონე  ბრუნვითი გარსები. კ. ს. იყო  ჟურნ. Известия Национальной Академии Наук Армении. Механика (Proceedings of National Academy of Sciences Armenia, Mechanics) სარედაქციო კოლეგიის წევრი (1998-2003).