-
ავტორი
- კატეგორიები: პოლიტოლოგი
კუხიანიძე ალექსანდრე ვიქტორის ძე (23.V.1953, ქ. ბათუმი). ქართვ. პოლიტიკის მეცნიერი, პროფესორი პოლიტიკურ მეცნიერებებში. დაამთავრა როსტოვის სახელმწ. უნ-ტის ფილოსოფიის ფაკ-ტი (რუსეთი, 1977) და თსუ-ის ასპირანტურა (1985). ფილოსოფიის მეცნ. კანდ. (1985). თსუ-ის უფრ. მასწავლებელი (1985); დოცენტი (1989); ასოცირებული პროფესორი (2005); პროფესორი (2009). მუშაობდა ქუთაისის პოლიტექნ. ინ-ტის ფილოსოფიის კათედრის მასწავლებლად (1977–1982). იყო საერთაშ. საზ-ბა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისათვის“ საბჭოს წევრი (1997–1998). ფულბრაიტის პროგრამის მოწვეული პროფესორი ჯ. ჰოფკინსის უნ-ტში (SAIS) და მ. ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ, 1998–2000). იყო ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. „კავკასიის რეგიონული გამოკვლევები“-ს მთ. რედაქტორი (1995–2000). USAID-ის ადგილ. მმართველობის რეფორმის პროექტის დირექტორის მოადგილე (2000–2001). ბერლინის თავისუფალი უნ-ტის მოწვეული მკვლევარი (გერმანია, DAAD, 2003). საქართვ. რეინტეგრაციის სამინისტროს ექსპერტთა საბჭოს წევრი (2008–2009). ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის (TraCCC) კავკასიის ოფისის დირექტორი (2004–2012, ჯ. მეისონის უნ-ტისა და აშშ იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით). ეუთო-ს (OSCE) ექსპერტ-ტრენერი (2008). პოლიტოლოგიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2008–2010). მონტერეის საერთაშ. ურთიერთობათა ინ-ტის მოწვეული მკვლევარი (აშშ, კალიფორნია, 2010–2011). მალმოს უნ-ტის მოწვეული პროფესორი (2013; 2015 — ERASMUS MUNDUS EMBER; 2018 — მალმოს უნ-ტის გრანტი). მ. ქიური სკლოდოვსკას უნ-ტის მოწვეული პროფესორი (2019, პოლონეთი) და მოწვეული კონსულტანტი (2024, 2025).
თხზ.: Kukhianidze, Al., Shelley, L., Erik R. S., Anthony, L. (2007). Smuggling in Abkhazia and the Tskhinvali region in 2003-2004. In Organized Crime and Corruption in Georgia. Published by Routledge Taylor and Francis Group, London and New York. (In cooperation with Alexander Kupatadze and Roman Gotsiridze); ISBN 9780415541855; Kukhianidze, Al. (2009). Corruption and organized crime in Georgia before and after the ‘Rose Revolution’. Central Asian Survey, 1465-3354, Volume 28, Issue 2. London: Routledge, Taylor & Francis Group, pp. 215 – 234; ISSN 0263-4937 (Print); ISSN 1465-3354 (Online); Kukhianidze, Al. (2013). Part IV: Caucasian Knots. Chapter 10. Security of the Winter Olympics in Sochi from a Georgian Perspective. The Sochi Predicament: Contexts, Characteristics and Challenges of the Olympic Winter Games in 2014. Edited by Bo Petersson and Karina Vamling. Cambridge Scholars Publishing, pp. 198-217; ISBN (10): 1-4438-4937-5, ISBN (13): 978-1-4438-4937-1; კუხიანიძე, ა. (2013). პოლიტიკური კორუფცია და ორგანიზებული დამნაშავეობა. ლექციათა კურსი. წიგნი პირველი: თეორია, მეთოდოლოგია, პოლიტიკური ორგანიზებული დამნაშავეობა. თბ. გამომც. უნივერსალი; კუხიანიძე, ა. (2019). პოლიტიკის მეცნიერება. სახელმძღვანელო. თბ. უნ–ტის გამ–ბა, ISBN 978-9941-13-821-8 (pdf); Kukhianidze, Al. (2021). Georgia: Democracy or Super Mafia? Language and Society in the Caucasus. Understanding the Past, Navigating the Present. Berglund, C., Gotfredsen, K., Hudson, J. & Petersson, B. (eds.). Lund: Universus Academic Press, pp. 217-237. ISBN 978-91-87439-67-4; Kukhianidze, Al. (June 15, 2024). The Armenian and Azeri Communities in Georgia: On Georgia’s Nationalities and Foreign Policies. In Commonwealth and Independence in Post-Soviet Eurasia. Coppieters, B., Zverev, A., and Trenin, D. (Eds.). London & New York: Routledge, pp. 111-124. ISBN 9781032374741.