კუკავა თამარ გრიგოლის ასული
კუკავა თამარ გრიგოლის ასული

კუკავა თამარ გრიგოლის ასული (7.I.1921, სოფ. კავთისხევი, კასპის რ-ნი - 15.IV.2007, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, მთარგმნელი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1942); ასპირანტურა (1945). ფილოსოფიის მეცნ. კანდ., დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,პლატონის მოძღვრება იდეებზე და მისი კრიტიკა არისტოტელეს მიერ“(1948). ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:,,შემეცნების თეორიის პრობლემები ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში“ (1963), პროფესორი (1972). მუშაობდა გორის (1946-1948) და თბილისის (1948-1952) პედაგოგიურ ინ-ტებში უფრ. მასწავლებლად. იყო: საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტის (ახლანდ. სახელწოდება: ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტი) უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1951-1971); თსუ-ის ესთეტიკის კათედრის პროფესორი (1971-2006); საქართვ. ფილოსოფიის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1995). დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლითა (1981) და ღირსების ორდენით (2001). კ. თ.-ს სამეცნ. კვლევის სფეროა: ანტიკური ფილოსოფია, შემეცნების თეორია, ესთეტიკა და ქართ. ფილოს. აზრის ისტორია. მის ნაშრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი პლატონისა და არისტოტელეს მოძღვრებები, იოანე პეტრიწის, ეფრემ მცირისა და ს. დოდაშვილის მსოფლმხედველობა. ფლობდა ძველ ბერძნულ ენას და ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობას.

თხზ.: კუკავა, თ. (1955). სოლომონ დოდაშვილი და მისი მსოფლმხედველობა. თბ., სახელგამი; კუკავა, თ. (მთარგმნელი). (1959). დემოკრიტე. ეპიკურე. ფრაგმენტები. თბ., საქართვ. სსრ მეცნ. აკად.; კუკავა, თ. (მთარგმნელი). (1964). არისტოტელე, მეტაფიზიკა. თბ., საქართვ. სსრ მეცნ. აკად.; კუკავა, თ. (1965). შემეცნების თეორიის პრობლემები ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში. თბ., მეცნიერება; კუკავა, თ. (1967). ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიიდან. თბ.; კუკავა, თ. (1971). იოანე პეტრიწის მსოფლმხედველობა. თბ., მეცნიერება; კუკავა, თ. (1972, 1988). ბერძნული ფილოსოფიის ისტორია, წ. 1. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კუკავა, თ. (მთარგმნელი). (1981). არისტოტელე, რიტორიკა. თბ., მეცნიერება; კუკავა, თ. (1985, 1997). ესთეტიკა. თბ., განათლება; კუკავა, თ. (1988). ეფრემ მცირეს იამბიკოები. თბ., მეცნიერება; კუკავა, თ. (მთარგმნელი). (1995, 1996). არისტოტელე, პოლიტიკა. თბ., მერანი; კუკავა, თ. (მთარგმნელი). (2003). არისტოტელე, ნიკომაქეს ეთიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კუკავა, თ. (2004). ახალგაზრდობის ზნეობრივი აღზრდა. თბ., მწიგნობარი, ISBN: 9994020889; კუკავა, თ. (მთარგმნელი). (2021). არისტოტელეს "მეტაფიზიკა". თბ., Carpe diem; კუკავა, თ. (მთარგმნელი). (2024).  არისტოტელეს "სულის შესახებ". თბ., კალმოსანი.