-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი აღმოსავლეთმცოდნე
კუჭუხიძე გოჩა ნოდარის ძე (16.IV.1962, თბილისი), ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, ქართ. ლიტერატურის სპეციალისტი, ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (2006). დაამთავრა თსუ–ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ–ტი (არაბული ენა და ლიტ., ქართ. ენა და ლიტ., 1984), ი. ჭავჭავაძის სახ. თბილ. სახელმწ. უცხო ენათა ინ–ტის სინქრონული თარგმნის უმაღლ. კურსები (არაბულ-რუსული ენების განხრით, 1986). ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (1999). საქართვ. მეცნ. აკად. არქეოლ. კვლევის ცენტრის შუა საუკუნეების განყ–ების უფრ. ასისტენტი (1985-1988), უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1988-1998), საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის ძვ. ქართ. ლიტერატურის განყ–ების მეცნიერ თანამშრომელი (1994-2002), საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის ძვ. ქართ. ლიტერატურის განყ–ების უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2002-2006), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის ქართ. ლიტერატურის სამეცნ. განყ–ების უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2006), საქართვ. ბიზნესის მეცნ. მრავალდარგობრივი აკად. წევრი (2010); საერთაშ. სამეცნ.-სასწავლო ცენტრ Turksan-ის მიერ გამოცემული კრებულების (აზერბაიჯანი), თურქეთის საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. “Buta”-ს რედკოლეგიის წევრი (2020). არქეოლ. კვლევის ცენტრში მუშაობის დროს კ.გ. იკვლევდა ქართლში ქრისტიანობის გავრცელების ადრეული პერიოდის (I-III სს.) ისტორიას, შესწავლილი აქვს მცხეთის, ჟინვალის, არაგვისპირის, ზღუდერის, ერწოს ველის და სხვა არქეოლ. მასალები. მისი პროფესიულ-ლიტ. ინტერესები ცხადად წარმოჩნდა საკანდიდატო და სადოქტორო ნაშრომებში, რომელთაგან პირველი წარმოადგენს „წმიდა გრიგორ განმანათლებლის ცხოვრების“ არაბ. ვერსიის კვლევას, მეორეში კი გაანალიზებულია „წმიდა ჰაბო ტფილელის ცხოვრების“ ტექსტოლ. და ღვთისმეტყველებითი ასპექტები. კ.გ.-ს სამეცნ. ინტერესების სფერო სცდება ფილოლოგიას და მოიცავს თეოლოგიის, ისტორიოგრაფიის, ეთნოლოგიისა თუ ფილოსოფიის საკითხებს. აღსანიშნავია კ.გ.-ს მთარგმნელობითი საქმიანობაც - არაბ. საისტორიო წყაროების გარდა, მან ქართულ ენაზე თარგმნა ჰ. ჰაინეს, ალ. პუშკინის, ეგვიპტელი მწერლებისა და სხვ. ნაწარმოებები. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი სხვადასხვა სამეცნ. კრებულში, მათ შორის მაღალრეიტინგულ უცხოენოვან გამოცემებში.
თხზ.: კუჭუხიძე, გ. (თანაავტორი). (2012). XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა, აღმოსავლური და დასავლური კულტურულ-ლიტერატურული პროცესების გზაშესაყარზე. თბ., უნივერსალი. ISBN 978-9941-0-5065-7; კუჭუხიძე, გ. (თანაავტორი). (2019). ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა, II. თბ., მწიგნობარი. ISBN 978 -9941- 485-84-8; კუჭუხიძე, გ. (თანაავტორი). (2025). კავკასიის საცენზურო კომიტეტი (1863-1906). თბ., თსუ–ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტი. ISBN 978 -9941- 485-84-8 (pdf); Kuchukhidze, G. (2025). Handbook of Georgian Literature, Volume 2 (co-author). Brill. ISSN 2772-5456.