კუჭუხიძე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე
კუჭუხიძე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე

კუჭუხიძე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (26.VI.1921, სოფ. ნაესაკოვო, აბაშის რაიონი-16. X. 2013), ინჟინერ–ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნ. დოქტორი, პროფესორი.  დაამთავრა ქუთაისის პედ. ინ-ტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1941-1943), თბილ. რკინიგზისა და  ტრანპორტის ინ-ტი (1943-1948). მუშაობდა რკინიგზის ამიერკავკასიის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართვ. მეცნ. აკადემიაში  ჩააბარა  მინიმუმი და თსუ-ში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1962), შემდეგ კი სადოქტორო (1971). კ. ა.-ს ინიციატივით დაარსდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტისა და თსუ-ის საინჟ. ეკონ. ფაკ-ტები; არასამრეწველო საწარმოთა ეკონომიკის და მართვის კათედრა და იყო კათედრის გამგე  (1983-1989); საქართვ. ჰუმანიტარულ–ეკონ. ინ-ტი (1991); საქართვ. ბიზნესის მეცნ. აკადემია (1995); სრულიად საქართვ. საზ-ება "კოლხეთი" (1998), ბიზნესის მეცნ. აკადემიასთან დაარსა ჟურ. "მოამბე" (1996), გაზეთი "განათლება, მეცნიერება, ბიზნესი" და თვითონვე იყო მათი მთ. რედ. (1996). პრაქტ. სამეურნ. და სამეცნ.-კვლ. მუშაობასთან ერთად ეწეოდა პედ.  საქმიანობას:   საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში (1957), თსუ-ში (1962),  საქართვ. ჰუმანიტარულ–ეკონ. ინ-ტში. კ. ა. აირჩიეს დოცენტის თანამდებობაზე (1969), სსრკ საატესტაციო კომისიამ მიანიჭა დოქტორის ხარისხი (1972), დაიკავა თსუ-ის სოც. წარმოების ორგანიზაციის, მართვისა და დაგეგმვის კათედრაზე პროფესორის თანამდებობა (1973), მიენიჭა პროფესორის სამეცნ. ხარისხი (1976), იყო საინჟ. ეკონ. ფაკ-ტის დეკანი (1974-1979), სსრკ ჟურნალისტთა კავშირის წევრი (1958), საქალაქო მეურნეობის განვითარების პრობლემების კომისიის თავ-რე, სსრკ მეცნ. აკემიაში არსებული დაგეგმვისა და დაფინანსების პრობლემების კომისიის წევრი, ნიუიორკის მეცნ. აკადემიის წევრი, საქართვ. ბიზნესის მეცნ. აკადემიის წევრი და პრეზიდენტი (1995). კ. ა.-ს საქართველოში ეკონ. მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ინჟინერ-ეკონომისტთა კადრების მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996), იყო საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990), სენაკის საპატიო მოქალაქე.  არის 50-მდე სამეც. ნაშრომის ავტორი:

თხზ.: კუჭუხიძე, ა. (1970). ტრანსპორტის ეკონომიკა: სახელმძღვაელო. თბ. განათლება; კუჭუხიძე, ა. (1991). მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოთა ორგანიზაცია და დაგეგმვა. თბ. უნ-ტის გამ-ბა;

ლიტ.: კუჭუხიძე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე. თბილისი: ენციკლოპედია. (2002). თბ., გვ. 618; კუჭუხიძე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5, (2023). თბ., გვ. 248-249; ცაგურია, ანზორ. (თანაავტორი). (2020). სენაკის საპატიო მოქალაქეები. სენაკი. გვ.112-114.