-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
კუჭავა გურამ აკაკის ძე
კუჭავა გურამ აკაკის ძე (01.II.1952, ს. გვიშტიბი, წყალტუბოს რაიონი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, სპეციალობით რადიოფიზიკა (1973). დღემდე მუშაობს თსუ-ში ფიზიკის ფაკ-ტზე სხვადასხვა პოზიციაზე (1971-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1991). ასრულებს სამეცნ.-კვლ. მუშაობას რადიოელექტრონული მოწყობილობებისა და სქემოტექნიკის მიმართულებით. არის ამ დარგის პროექტირებისა და პრაქტიკული რეალიზაციის წამყვანი სპეციალისტი. იყო თსუ-ის რადიოტექნიკის კათედრის წევრი სადაც სტუდენტებთან ასრულებდა სასწ.-აღმზრდელობითი მუშაობას.