კრიხელი მიხეილ იოახის ძე
კრიხელი მიხეილ იოახის ძე

კრიხელი მიხეილ იოახის ძე (01.II.1920, გორი-IV. 2000, თბილისი), მათემატიკოსი,  პედაგოგი. თსუ-ის უფრ. მასწავლებელი (1960). დაამთავრა: თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1938-1948); მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნი-ტის უმაღლ. სკოლის მასწავლებლის საკვალიფიკაციო კურსები (1954-1955). მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ოცმეთაური (1941-1945) და ბატარეის მეთაური (1945-1946). სხვადასხვა დროს იყო: თსუ-ის თეორ. მექან. კათედრის ლაბორანტი (1947-1951), თსუ-ის ზოგადი მათ. კათედრის ასისტენტი (1951-1954); ამავე უნ-ტის მათ. ანალიზის კათედრის ასისტენტი (1955-1960); მექან.-მათ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1960); თსუ-ის მათ. ანალიზის კათედრის უფრ. მაწავლებელი (1960-2000).