კრიხელი იოსებ მიხეილის ძე
კრიხელი იოსებ მიხეილის ძე (10.V.1931 - 20.IX .1988, ეშერა, სოხუმის რ-ნი), სწავლობდა თსუ-ის ფიზიკა-ტექნიკურ ფაკ-ტზე (1949-1952). დაამთავა ალ. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის ასპირანტურა ფიზიკის სპეციალობით (1955). დაბრუნდა გორში, სადაც მუშაობა დაიწყო ახალგახსნილ მრეწველობის საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში (1956). მოგვიანებით მან დაიცვა დისერტაცია ტექნ. მეცნ. კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. გარდაიცვალა ეშერაში, სადაც საჭადრაკო კომპოზიტორთა მორიგი სესია მიმდინარეობდა. ის ელვისებურ პარტიას თამაშობდა ერთ-ერთ კოლეგასთან, როცა გული გაუჩერდა. ის გორში დაკრძალეს. იყო საჭადრაკო კომპოზიტორი. საერთაშ. ოსტატი (1971) და საერთაშ. დიდოსტატი (1984) საჭადრაკო კომპოზიციაში.