კრიჭინაშვილი  რევაზ  იოსების ძე
კრიჭინაშვილი რევაზ იოსების ძე

კრიჭინაშვილი რევაზ იოსების ძე (16. XII. 1933, გარდაბანი-02. X. 2003). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი სტატისტიკის სპეციალობით (1956), ასპირანტურა (1968). კ. რ. არის ეკონომისტ-სტატისტიკოსი, ეკონომიკის მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1996), სპორტსმენი (სამბო).  კითხულობდა ლექციებს ვაჭრობის ეკონ. და მართვის, მარკეტინგის, საერთაშ. ბიზნესის სპეციალობებზე.  წლების განმავლობაში მიწვეული იყო ცეკავშირის გამგეობის თავ-რის მოადგილედ. კ. რ. მუშაობდა სხვადასხვა სახელმწ. სამსახურში: იყო "ცენტროსოიუზის" ლვოვის სავაჭრო-ეკონ. ინ-ტის კვალიფიკაციის ამაღლების თბილ. ფაკ-ტის დეკანი; მოსკოვის კოოპერაციული ინ-ტის სამეცნ.-სასწ. კომპლექსის თბილ. ფილიალის დირექტორი (1986-1990);  საქართვ. სავაჭრო-სამრეწვ. პალატასთან არსებული თბილ. სავაჭრო-ეკონ. ინ-ტის რექტორი (1991-2003). გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს თსუ-ში (1968-დან). ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, მათ შორის მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების, რ-ებიც ეძღვნება ვაჭრობის ეკონომიკის, კოოპერაციის, მარკეტინგისა და საერთაშ. ბიზნესის საკითხებს. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. ჭიდაობის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. ამ თემას მიუძღვნა არაერთი სტატია, წერილი თუ ბროშურა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

თხზ.: კრიჭინაშვილი, რ. (1981). ვაჭრობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაგეგმვის   საკითხისათვის.  თბ., საბჭ. საქ.; კრიჭინაშვილი, რ. (1999). საერთაშორისო ბიზნესი : ლექციების კურსი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992831766; კრიჭინაშვილი, რ. (2001). სამრეწველო საქონლის საექსპორტო პოლიტიკა : კომერციისა და მარკეტინგის ფაკ-ტის სტუდენტებთვის. თბ., უნ-ტი გამ-ბა; კრიჭინაშვილი, რ. (თანაავტორი). (2001). კერძო სექტორის ფორმირების თავისებურებანი და ტენდენციები საქართველოს ენერგეტიკაში.  თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992833327; კრიჭინაშვილი, რ. (2003). ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ტერმინოლოგია. თბ., განათლება.

ლიტ.: კრიჭინაშვილი რევაზ იოსების ძე. საქართველო: ენციკლოპედია. (2023), ტ.5, თბ., გვ. 214.