-
ავტორი
- კატეგორიები: სამართალმცოდნე საპატიო დოქტორი
კრესი კლაუს (Kress Claus 16.III.1966, კიოლნი) აკადემიურ მოღვაწეობაში პროფ. აღიარებისა და ქართულ-გერმ. სამართლებრივი ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (06.03.2017).
კ. კ.-მა, აბიტურის დამთავრების შემდეგ (1984), სწავლა განაგრძო კიოლნის უნ-ტის სამართალმცოდნეობის ფაკ-ტზე. იგი გერმანიის აკად. გაცვლის სამსახურის სტიპენდიის ფარგლებში სწავლობდა ჟენევის უნ-ტში (1987-1988), ჩააბარა იურისპრუდენციის პირველი სახელმწ. გამოცდა (1991) და სტიპენდიატის სტატუსით სწავლობდა კემბრიჯის უნ-ტში და მოიპოვა სამართ. მაგისტრის ხარისხი (1992-1993).
მეცნიერი იყო ფედერალური იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი (1996-2000), შემდეგ კი კიოლნის უნ-ტში სამართალმცოდნეობის გერმანულ-ფრანგ. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა (2008-2009). იგი 2004 წლიდან სისხლის სამართლისა და პროცესუალური სისხლის სამართ. ინ-ტის დირექტორი და კიოლნის უნ-ტის გერმან. და საერთაშ. სისხლის სამართ. კათედრის ხელმძღვანელია. მეცნიერი საერთაშ. მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართ. ინ-ტის დირექტორია (2012).
პროფ. კ. კ.-სს სისხლის საერთაშ. სამართლისა და ჰუმანიტარული სამართ. ფორუმის გადაწყვეტილებით ბრიუსელში სამართ. სპეც. ჯილდო გადაეცა (29.11.2014).