კრაკოვის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი
კრაკოვის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი

კრაკოვის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი, იგივე პოლონეთის მეცნ. აკად. ჰ. ნევოდნიჩანსკის სახ. ბირთვული ფიზიკის ინ-ტი (IFJ PAN) არის პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი და უმაღლ. რეიტინგის მქონე სამეცნ.-კვლევითი ცენტრი (1955-დან). ინ-ტის სამეცნ. მოღვაწეობის  ძირითადი მიმართულებებია: ასტროფიზიკა, ნაწილაკების ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა, მატერიის ფიზიკა (მათ შორის ნანომასალები) და ინტერდისციპლინური კვლევები, როგორიცაა ფიზიკის გამოყენება მედიცინაში, რადიობიოლოგიასა და გარემოს დაცვაში. ინ-ტის ბაზაზე ფუნქციონირებს ცენტრ. ევროპის უნიკალური კლინიკურ-კვლევითი ციკლოტრონის ცენტრი (CCB), რ-იც აღჭურვილია პროტონული ამაჩქარებლით (Proteus-235) და გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ პროტონული თერაპიით, ასევე რადიობიოლოგიური კვლევებისთვის. საერთაშ. თანამშრომლობა: ინ-ტის მეცნიერები აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიოს უდიდეს სამეცნ. პროექტებში, მათ შორის CERN-ში, T2K (იაპონია) ნუტრინოს ექსპერიმენტებსა და Pierre Auger ობსერვატორიის კვლევებში. ინ-ტი დამეგობრებულია თსუ-თან.