კოზმანაშვილი ლია ალექსის ასული
კოზმანაშვილი ლია ალექსის ასული

კოზმანაშვილი ლია ალექსის ასული  (02. IX.1961, სოფ. ვერხვიანი, საგარეჯოს რაიონი).   დაამთავრა თსუ-ის საინჟინრო-ეკონ.  ფაკ-ტი, მანქანათმშენებლობის მრეწვ. ეკონ. და ორგანიზ. სპეციალობით (1979-1084).   დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  და მიენიჭა ეკონომ. მეცნ. დოქტორის აკად. ხარისხი (2011).  მუშაობდა   სხვადასხვა თანამდებობებზე: მეთოდისტ-ბუღალტრად; ეკონომისტად; რევიზორად; იყო განყ-ბის უფრ., მთ. ბუღალტრი; აუდიტორი (1984- 1999). კ. ლ. მუშაობდა შპს „აუდიტ-ლოჯიქის“ დირექტორად და აუდიტორად (2000-დან); სტუ-ში მოწვეულ მასწავლებლად (2013-2017). საქართვ. პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტთა ფედერაციის (ბაფ) მიერ მიღებული აქვს „პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატი“ (2002), ამავე ორგანიზაციაში გავლილი აქვს „განგრძობითი სწავლების“ პროგრამა. არჩეულია თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის ასისტენტ პროფესორად (2017). გამოაქვეყნა  20-ზე მეტი სამეცნ. სტატია: „ცივილიზებული საბაზრო ურთიერთობების არსისა და სპეციალური ნიშნების თეორიული განაზრების პრობლემა” (2016); “საქართველოს საგადასახადო სისტემაში ადრე არსებული ზოგიერთი ანტიკონსტიტუციური ნორმის შესახებ” (2017); “საბითუმო საქონელბრუნვის ანალიზის მეთოდიკის აქტუალური საკითხები” (2024);  “პროდუქციაზე (მომსახურებაზე) ფასდადგენის მეთოდიკის აქტუალური საკითხები” (2025).