-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი ეკონომისტი საქართველოს პარლამენტის წევრი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კოვზანაძე ირაკლი კარლოს ძე (29.V.1962, ქუთაისი), მათემატიკოსი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი, თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფ-ტის, ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის პროფესორი. დაამთავრა: თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ტი; ეკონომიკის ფაკ-ტი (1995); იყო თსუ-ის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასპირანტი (1984-1987); სწავლობდა ლონდონის უნ-ტის (დიდი ბრიტანეთი) საერთაშ. უმაღლ. საფინანსო და საბანკო სკოლაში (2000). კ. ი. მუშაობდა გამოთვლითი მათემატიკის კათედრის უფრ. ლაბორანტად (1988-1990), ალგებრა-გეომეტრიის კათედრის უფრ. მასწავლებლად (1990-1991), იყო ამავე კათედრის დოცენტი (1991-2001), დაიცვა საკანდიდატი დისერტაცია თემაზე: „მეზოკომპაქტური სივრცეების განზომილების თეორიის ზოგიერთი საკითხი“ (1990), იყო სააქციო საზ-ება „კომერციული ბანკი კრწანისი“, მარკეტინგისა და სავალუტო ოპერაციების განყ-ების უფრ. (1993-1998), გამგეობის თავ-რის მოადგილე, თავ-რე, შემდეგ კი გენ. დირექტორი; იყო სააქციო საზ-ება „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გენ. დირექტორი (1998-2003). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს კომერციული ბანკების ფუნქციონირების პრობლემები და მათი გადაწყვეტის სრულყოფის გზები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“ (2002). იყო თსუ-ის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის პროფესორი (2003-დან), ამავე უნ-ტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ხელმძღვ. (2006-დან); საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავ-რე (2004-2008), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვადასხვა საფინანსო ინ-ტების სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოების წევრი (2008-2012), სააქციო საზ-ება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი (2012-2015), საქართვ. ეროვნ. ბანკის, ფინანს. ზედამხედველობის საბჭოს თავ-რე (2015-2016), საქართვ. მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავ-რე (2016-2023). გამოქვეყნებული აქვს 8 მონოგრაფია, ერთი სახელმძღვანელო და 50-ზე მეტი სტატია ეკონ. და მათემატიკაში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რ-იც ეხება თანამედროვე ეკონომიკის აქტუალურ საკითხებს და გლობალიზაციის პირობებში სისტემურ საბანკო კრიზისებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მონაწილეობდა IMF, World Bank, EBRD, IFC, KFW, DEG, ADB, USEID და სხვ. საერთაშ. საფინანსო ინ-ტების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და სემინარებში მსოფლოს მასშტაბით. კითხულობს სხვადასხვა სასწავლო კურსებს, თსუ -ის ფინანსებსა და საბანკო საქმის კათედრაზე ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. გამოქვეყნებული აქვს:
თხზ.: კოვზანაძე, ი. (2001). საქართველოს კომერციული ბანკების ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე. თბ., უნ-ტის გამ-ბა; Kovzanadze, I. (2008). Economic and Banking System Development Trends and Prospects for Countries in Transition: Monograph. New York, Bloomington, ISBN: 9780595524495; Kovzanadze, I. (2011). Systemic and Borderline Banking Crises: Lessons Learned for Future Prevention: Monograph. New York, Bloomington; ISBN: 9781450230605; კოვზანაძე, ი. (2014). თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა. თბ., სეზამი, ISBN: 978994106639; Kovzanadze, I. (2016). Lessons of the Global Economic Crisis and New Development Model Formation: Monograph. Tb.; ISBN: 9789941084812; Kovzanadze, I. (2018). Global Economy: Post-Crisis to Sustainable Development: Monograph. New York, Bloomington, ISBN: 9781-532047039; კოვზანაძე, ი. (2022). თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა: სახელმძღვანელო: (მე-2 გამოც.). თბ., ISBN: 9789941333019.