კოტრიკაძე ზურაბ ვლადიმერის ძე
კოტრიკაძე ზურაბ ვლადიმერის ძე

კოტრიკაძე ზურაბ ვლადიმერის ძე (29.III.1946). მათემატიკოსი. თსუ-ის უფრ. მასწავლებელი (1992).  დაამთავრა: ქ. თბილ. მე-60  საშ. სკოლა (1964), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1964- 1969) და ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1969-1972).  მუშაობდა  თეორ. მექანიკის კათედრაზე (1973-1980). იყო მათ. დაფუძნებისა და მეთოდიკის კათედრის ასისტენტი (1980- 1992) და უფრ. მასწავლებელი (1992- 2006), საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართ. უნ-ტის ასისტენტი (2010-2011).  ინტერესის სფერო: მათემატიკის სწავლების მეთოდიკა. არის რამდენიმე სამეცნ. ნაშრომის ავტორი აღნიშნულ თემატიკაში.

თხზ.: კოტრიკაძე, ზ. (თანაავტორი). (1998). უმაღლესი მათემატიკა: ნაწ. 3: დიფერენციალური განტოლებები : (მეთოდური მასალა ეკონომიკურ ურთიერთობათა ინ-ტის სტუდენტებისათვის). თბ.; კოტრიკაძე, ზ. (თანაავტორი). (2008). მათემატიკა ეკონომისტებისათვის: (ლექციების კურსი): ნაწ. 2. თბ.