-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
კოტორაშვილი ქეთევან გიორგის ას (11.VIII.1996, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (2018). იყო საქართვ. საპრეზიდენტო სტიპენდიის მფლობელი (2016–2018). სწავლობდა ამავე ფაკ-ტის სამაგისტრო პროგრამაზე „ფუნდამენტური ფიზიკა“ (2018-2020), რომლის ფარგლებშიც მაღალი აკად. მოსწრებისთვის მოიპოვა თბილ. მუნიციპ. მერიის სტიპენდია. მონაწილეობდა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის დეპარტ. ასტროფიზიკის კათედრაზე მიმდინარე კვლევით საქმიანობაში, ვარსკვლავთა ატმოსფეროების დინამიკის მიმართულებით, პროფ. ნ. შათაშვილის ხელმძღვანელობით (2017–2021). მიენიჭა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ე. ხმალაძის სახ. სტიპენდია თეორ. ფიზიკაში (2019) და გახდა World Federation of Scientists National Scholarship Programme - ის სტიპენდიატი (2021). დღემდე სწავლობს ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე როჩესტერის უნ-ტში (2021-დან), სადაც იყო Donna Strickland Fellowship-ის სტიპენდიატი (2021–2022) და დღემდე ფლობს Frank J. Horton Graduate Research Fellowship-ს, რ–იც გაიცემა როჩესტერის უნ-ტის Laboratory for Laser Energetics-ის მიერ (2022-დან). დაჯიდლოვდა წინანდლის პრემიით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში წარმოდგენილ ნაშრომში „რატომ არ მოითხოვს მზეზე უფრო ძველი ვარსკვლავების ბრუნვის ევოლუციის შესწავლა დინამოს მოდის ცვლილებას“ (2023). ამჟამად არის ოთხი სამეცნ. ნაშრომის თანაავტორი და აქტიურად აგრძელებს კვლევით საქმიანობას თეორ. ასტროფიზიკის მიმართულებით.