-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
კოტლიარევსკი დავით მიხეილის ძე (15.VII.1931, ჟიტომირი, უკრაინა-28.VIII.2004, ტელ-ავივი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1955). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტის იალბუზის კოსმოსურ სადგურზე (1956-1959). მუშაობდა ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინ–ტში (JINR, დუბნა, რუსეთი, 1959), სადაც მონაწილეობდა ნეიტრალური კაონების თვისებების კვლევაში ფიზიკის ინ-ტში შექმნილი ვილსონის კამერით. ამ კვლევებისათვის მან (სხვებთან ერთად) მიიღო JINR-ის პრემია (1965). იმავე წელს დაინიშნა ცხრაწყაროს მაღალმთიანი ლაბორატორ. ხელმძღვანელად. მისი უშუალო მონაწილეობით შესწავლილია ნაწილაკთა მრავლობითი დაბადების პროცესების პარამეტრების, არადრეკადობის კოეფიციენტისა და მეორეული ნაწილაკების იმპულსების დამოკიდებულება ენერგიაზე. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო დანადგარის გადაკეთება გაზრდილ ენერგეტიკულ ინტერვალში (1011–1013ევ) სამუშაოდ (1972-დან). ამუშავდა დანადგარი "ცხრაწყარო-2" (1977), პარალელურად მიმდინარეობდა მუშაობა დანადგარის კიდევ უფრო მაღალ ენერგიებზე გადასაყვანად. მას დიდი წვლილი მიუძღვის ელემენტარული ნაწილაკებისა და კოსმოსური სხივების დარგში ბაკურიანის იმ "ზამთრის სკოლების" ორგანიზებასა და ჩატარებაში (1970-1985), რ–ებშიც მონაწილეობდნენ სსრკ-ის წამყვანი ფიზიკოსები, თეორეტიკოსები და ექსპერიმენტატორები. ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1980). მოგვიანებით იგი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში (1991).