კოტლიაკოვი ვლადიმერ
კოტლიაკოვი ვლადიმერ

კოტლიაკოვი ვლადიმერ  (Котляков Владимир Михайлович, 06. XI. 1931) თსუ-ის სამეცნ. საბჭომ რუსეთის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის მეცნ. აკადემიის გეოგრაფიის ინ-ტის დირექტორი, გეოგრაფიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი, საპატიო დოქტორად აირჩია (05.06.1995).

კ. ვ. გეოგრაფიისადმი ინტერესი საშ. სკოლის დამამთავრებელ კლასში გაუჩნდა. უნ-ტში ნ. ა. გვოზდეცკისთან დაიცვა საკურსო და სადიპლომო ნაშრომები. სტუდენტობისას იგი ექსპედიცებში იმყოფებოდა დასავლეთ კავკასიაში, ყირიმსა და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. ფიზ. გეოგრაფიის სპეციალობით დაასრულა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის გეოგრაფიის ფაკ-ტი. ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა მეცნი. აკადემიის გეოგრაფიის ინს-ტში (1954).

კ. ვ.-მა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც გამოქვეყნდა, როგორც დიდი მონოგრაფია: „ანტარქტიდის თოვლის საფარი და მისი როლი მატერიკის თანამედროვე გამყინვარებაში“ (1961). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „დედამიწის  თოვლის საფარი და მყინვართა კვება“ (1967). მისი ინტერესების სფერო მოიცავდა ყინულოვანი სისტემების არა მხოლოდ ზომების, ფორმებისა და ფაქტორების, არამედ რთული დინამიკური კომპლექსების კვლევას. იგი 300-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორია.

კ. ვ.-ის ხელმძღვანელობით ხუთმა ქართველმა გეოგრაფმა დაიცვა დისერტაცია. მან თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციათა კურსი.

გრ. ავსიუკმა  მეცნიერი გეოგრაფიის ინ-ტის სწავლულ მდივნად მიიწვია (1959), შემდეგ კი გეოგრაფიის ინ-ტის გლაციოლოგიის განყ-ბის გამგედ დანიშნა (1968). იგი ამავე ინ-ტის დირექტორია (1986).

კ. ვ. საბჭ. კავშირის მეცნ. აკადემიის წ.-კორ. აირჩიეს (1976), შემდეგ აკადემიკოსი გახდა (1991).

კ. ვ. მთ. რედაქტორია ჟურნ. „რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. გეოგრაფიული სერია“ ("Известия РАН, Серия географическая", 1985)) და რედკოლეგიის წევრი ჟურნ.: „მეცნიერება და რუსეთი,“ „დედამიწა და სამყარო“ ("Наука в России", "Земля и Вселенная"). მისი ხელმძღვანლობით შეიქმნა „გლაციოლოგიის ლექსიკონი“ (Гляциологический словарь).