კოტეტიშვილი ქეთევან გიორგის ასული (22.I.1960, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1981). იყო თსუ-ის მყარი სხეულების ფიზიკის კათედრის მეცნ.-თანამშრომელი (1981-1983); მუშაობდა საქართვ. ტექ. უნ-ტში, ფიზიკის კათედრაზე, ასისტენტის, უფრ. მასწავლებელის, დოცენტის, პროფესორის თანამდებობზე(1982-დან). საერთაშ. ჟურნალ Journal of Pharmaceutical and Applied Chemistry სარედაქციო საბჭოს წევრი; შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის ექსპერტი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტი; უმაღლ. საგანმანათლებლო დაწესებულებების საავტორიზაციო საბჭოს წევრი (2015-დან); საერთაშ. კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში და საქართველოში განხორციელებულ პროექტებში; საქართვ. უნ-ტების კონსორციუმის (სტუ-ის, თსუ-ის, აგრიუნი-ს და ილიაუნი-ს) წარმომადგენელი იულიხის კვლევით ცენტრში და შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნულ სამეცნ. ფონდში (2011-დან); იულიხის კვლევითი ცენტრისა (გერმანია) და სსიპ შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ერთობლივი პროგრამების ავტორი და კოორდინატორი საქართველოში ("ქართულ-გერმანული სკოლა" და "შემოდგომის ლექციები", 2012-დან); საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სალექციო კურსები ზოგად ფიზიკაში და სამედ. ფიზიკაში (ქართულ და ინგლისურ ენებზე); საბაკალავრო პროგრამის "საინჟინრო ფიზიკა" და სამაგისტრო პროგრამის "სამედ. ფიზიკა" ხელმძღვ.; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტის სარედაქციო კოლეგიის წევრი. სამეცნ. ნაშრომების და სახელმძღვანელოების ავტორი. რადიოფიზიკოსი, ტექნიკის მეცნ. დოქტორი (2004), პროფესორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: აშშ-ს ელექტრონიკისა და ინჟინერიის ასოციაცია IEEE, წევრი (2005).