კოტარია ანდრო
კოტარია ანდრო

კოტარია ანდრო თომას ძე (14.I.1919, გაღმა ზანათი, ახლანდ. აბაშის მუნიციპ. – 24.V.2007, თბილ.), კლიმატოლოგი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1991), თსუ-ის მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიისა და ოკეანოლოგიის კათედრის გამგის მოადგილე (1970-დან). დაწყებითი და საშ. განათლება მიიღო თბილისში. დაამთავრა თსუ-ის მუშფაკი (1938), შემდეგ სწავლა გააგრძელა გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე ჰიდროკლიმატოლოგიის სპეციალობით (1938-დან). II მსოფლიო ომის დაწყების გამო, იგი გაიწვიეს შეიარაღებულ ძალებში (1941-დან) და ჩარიცხეს ქ. ბაქოს საზენიტო არტილერიის სამხ. სასწავლებელში, რ–იც დაამთავრა ლეიტენანტის სამხ. წოდებით (1942). შემდეგ იმყოფებოდა მოსკოვის სათადარიგო ლეგიონში, გახდა კიროვის ოლქის ქ. სობოდსკოეში 412-ე საარტილერიო-სატყვიამფრქვევო ათასეულის 76 მმ-იანი საცეცხლე ოცეულის მეთაური (1942-დან). იმყოფებოდა კარელიის ფრონტზე ოცეულის მეთაურად (1942-1943), შემდეგ ურალის სამხ. ოლქის საცეცხლე ბატარეის მეთაურად (1945-დან). დემობილიზაციის შემდეგ, სწავლა გააგრძელა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე იმავე სპეციალობით (1946-1948). გაიარა ასპირანტურის კურსი ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში კლიმატოლოგიის სპეციალობით (1949-1952). შემდეგ კ.ა. ხელმძღვანელობდა „სამტრესტის“ აგრომეტეოროლოგიურ კურსებს (1948-1949). მუშაობა დაიწყო საქ. სსრ ჯანდაცვის კურორტოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უფრ. მეცნ. თანამშრომლად (1949-1952), თსუ-ის ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე ასისტენტად (1952-1956), დოცენტად (1957). კ.ა.-მ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ბრიზები დასავლეთ საქართველოში“ (1953). შემდეგ სადოქტორო დისერტაცია 2-ტომიან სახელმძღვანელოზე „ზოგადი მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია“ (1972-1973), რისთვისაც მიენიჭა თსუ-ის მეორე სამეცნ. პრემია (1977). კ.ა.-ს სამეცნ. ინტერესის სფერო იყო: ადგილ. ქარებისა და მზის რადიაციის განაწილების თავისებურებების კვლევა საქართვ. ტერიტორიაზე, კოლხეთის ჭაობების ამოშრობასთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილების საკითხები.  გამოქვეყნებული ჰქონდა 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მონაწილეობა ჰქონდა მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშ. სიმპოზიმებსა და კონფერენციებში. კ.ა. იყო „სამამულო ომის I ხარისხის ორდენის“, მრავალი საბრძოლო და საიუბილეო მედლის კავალერი, თსუ-ის პრემიის ლაურეატი.

თხზ.:კოტარია, ა. (1953). გრიგალი და მისი ბუნება. მეცნიერება და ტექნიკა, N 1, გვ. 26-29; კოტარია, ა. (1953). სანაპირო ბრიზების ვერტიკალური სტრუქტურის საკითხისათვის. თსუ-ის შრომები. თბ., ტ. 50, გვ.141-147; კოტარია, ა. (1959). ბრიზების ზღვაზე გავრცელების საკითხისათვის. საქ. სსრ გეოგრ. საზ-ის შრომები. თბ., ტ. 5, გვ. 179-182; შველიძე, ზ. (1975). თბილისის უნივერსიტეტის წარგზავნილები დიდ სამამულო ომში, თბ.; Котария, А. (1984). Перспективы освоения Колхиды. Тб.; კოტარია, ა. (1985). მეტეოროლოგიურ დაკვირვებათა კლიმატოლოგიური დამუშავების მეთოდები, ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობის კურსი. უნ-ტის გამ-ბა;  კოტარია, ა. (1985). ატმოსფერო სგამჭირვალობა და მასთან დაკავშირებული მზის პირდაპირი რადიაციის შესუსტების საკითხისათვის საქართველოს ტერიტორიაზე. საქართვ. გეოგრ. საზ-ების შრომები, თბ., ტ. 16, გვ. 24-30; ზაქარიაძე, ე. (1985). დიდი სამამულო ომის ვეტერანები თბილისის უნივერსიტეტში, თბ.; ირემაძე, აკ. (1987). ნაომარი მეცნიერები. უნ–ტის გამ–ბა; კოტარია, ა. (1992). მეტეოროლოგიის საფუძვლები. უნ-ტის გამ-ბა; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.  გამომც. განათლება, გვ. 163, ISBN 9992806982.