კოშორიძე ირინე იოსების ასული
კოშორიძე ირინე იოსების ასული

კოშორიძე ირინე იოსების ასული (24.XI.1957,თბილისი), ხელოვნებათმცოდნე, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით. მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „ქართული მეხალიჩეობის ისტორიიდან - თუშური ფარდაგი“ (1993). არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1993); კულტურული მემკვიდრეობის სამაგისტრო პროგრამის მუზეუმების მოდულის ხელმძღვ. (2006-2025); თსუ-ის ხელოვნების ისტ. და თეორიის ინ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006); საქართვ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმის თანამშრომელ-კურატორი (1986-დან); სწავლული მდივანი (1993-1999); ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლეთის ხალხთა განყ-ბის გამგე (1999-2004); აღმოსავლური კოლექციების უფრ. კურატორი (2006-2023); კურატორი (2023-2025); ხალხ. და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწ. მუზეუმის დირექტორი (2014-2019); საქართვ. კულტ. სამინისტროში კულტ. ფასეულობათა გატანა-შემოტანის კომიტეტის თავ-რე (2002-2008); კულტ. მემკვიდრეობის კომიტეტის წევრი (2013-2015). კ. ი-ს მოპოვებული აქვს გრანტები და სტიპენდიები მუზეუმისა და ხელოვნების ისტ. მიმართულებით: მუზეუმებს შორის საერთაშ. პარტნიორობის პროგრამაში (IPAM) (აშშ, 1999-2000); მეცნიერის განვითარების პროგრამაში (FDP) (ნიუ-იორკის უნ-ტი, აშშ, 2006-2009); კვლევითი გრანტი კაფოსკარის უნ-ტში (ვენეცია, იტალია, 2010); ანატოლიური ცივილიზაციების კვლევის ცენტრში (RCAC) (კოჩის უნ-ტი, სტამბული, თურქეთი, 2015). არის ფულბრაიტის სტიპენდიატი (Fulbright Scholarship), ნიუ-იორკის უნ-ტი, აშშ  (2000-2001).

თხზ.: კოშორიძე, ი. (თანაავტორი). (2017). არფა ად-დოულე და საქართველო კოლექციები. თბ., არტანუჯი, ISBN: 9789941463440; კოშორიძე, ი. (2023). ქართული გობელენი. თბ., სეზანი, ISBN: 9789941859076; კოშორიძე, ი. (2024). თუშური ფარდაგი. თბ., სეზანი, ISBN: 9789941871344; კოშორიძე, ი. (თანაავტორი). (2025). ყაჯარული დაზგური ფერწერის ინტეგრირებული კვლევები. თბ., სტამბა ფავორიტი, ISBN: 9789941990472; კოშორიძე, ი. (თანაავტორი). (2025). სხვა დმანისი-არაბობიდან ქართულ რეკონკისტამდე.  თბ., სტამბა ფავორიტი, ISBN: 9789941990489.