-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი პედაგოგი
კოროხაშვილი ზაირა გიორგის ასული (21.XI.1933, სიღნაღის რ-ნი, სოფ. ბოდბისხევი), ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნ. კანდ., დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1956) და ასპირანტურა (1957). მუშაობდა თსუ-ის კომკავშირის კომიტეტის განთავისუფლებულ მდივნად (1956-დან), შემდეგ მათემატიკის ფაკ-ტის მდივნად (1957-დან). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფილოსოფიის ინ-ტში (ახლანდ. ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტი) სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე (1957-დან). ფილოსოფიის მეცნ. კანდ. (1958). იგი პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებელში, მათ შორის თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტზე. იყო მეცნ. ათეიზმის კათედრის უფრ. ლაბორანტი (1960–1962), მუშაობდა დიალექტ. და ისტ. მატერიალიზმის კათედრის მასწავლებლად (1962-1964) და იყო ამავე კათედრის დოცენტი (1970-დან). მისი სამეცნ. კვლევის სფერო იყო: გნოსეოლოგია, შემეცნების თეორია და მეცნ. ფილოსოფია. მის ნაშრომებში შესწავლილია შემეცნების სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთმიმართების დიალექტიკა, ინტუიციისა და რაციონალურის კავშირი მეცნ. კვლევაში, შემეცნებითი პროცესის სტრუქტურა და მეცნ. თეორიის ფორმირების ლოგიკურ-მეთოდოლ. საფუძვლები. გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,მიზეზ-შედეგობრივი კავშირები მიკროეკონომიკაში“ (თსუ შრომები, 1998); ,,ადამიანის ფაქტორი, როგორც შეგნებულობის და პასუხისმგებლობის დიალექტიკა, თსუ შრომები, 1999); ,,ს. დოდაშვილი ისტორიული ხელოვნების შესახებ“ (კავკასიის მაცნე, №2, 2000); ,,პოლიტიკურ ღირებულებათა როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ (გრ. რობაქიძის სახ. უნ-ტის შრომები, №2, 2001).