ქორქია თამარ ვალერიანის ასული
ქორქია თამარ ვალერიანის ასული

ქორქია თამარ ვალერიანის ასული (18.IX.1964, თბილისი), ქიმიკოსი, მკვლევარი. დაამთავრა ულიანოვსკის პოლიტექ. ინ-ტის ქიმიის ფაკ-ტი (მაგისტრის აკად. ხარისხთან გათანაბრებული, 1990). იყო: პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლ. ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (1995-2010); თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ქიმ. ეკოლ. ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: ორგ. ქიმია;  მასალათა ინჟინერია; ნანომასალების ინჟინერია, როგორიცაა ნანონაწილაკები, ნანოფორებიანი მასალები, 1D და 2D ნანომასალები, აგრ. მეცნიერებები. მნიშვნელოვანი კვლევებია ჩატარებული ქ. თ.-ის მონაწილეობით თხევადი კაზმიდან მიღებული ბორის კარბიდის გაუმჯობესებული მატრიცული ნანოკომპოზიტების მისაღებად. თანაავტორია სამეცნ. სტატიების და ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების თეზისების. Scopus ბაზაში ასახული პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია:„Method of obtaining multicomponent fine-grained powders for boron carbide matrix ceramics production“ (Materials Today: ProceedingsOpen source preview, 2020, 51); „New Low-Temperature Method of Synthesis of Boron Carbide Matrix Ceramics Ultra-Dispersive Powders and their Spark Plasma Sintering“ (Solid State PhenomenaOpen source preview, 2022, 331 SSP); „Effect of cobalt additive on phases formation in boron carbide matrix composites B4C–(Ti,Zr)B2–W2B5“ (Solid State SciencesOpen source preview, 2023, 145); „Comparative Characterization of Graphene Oxides Obtained from Graphite Foil Wastes and Flake Graphite“ (Materials Science ForumOpen source preview, 2025, 1166) და სხვ.