-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პროფესორი
ქორიძე დიმიტრი ანდრიას ძე (3.XII.1925, ჩოხატაურის რ-ნი სოფ. საჭამიასერი - 26.VIII.1997), ეკონომისტი, მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი და ასპირანტურა. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მიწის ნატურალიზაცია საბჭოთა საქართველოში“ (1948). გაიგზავნა მოსკოვში ხანგრძლივი მივლინებით სადოქტორო დისერტაციაზე სამუშაოდ სსრკ მეცნ. აკად. ეკონ. ინ-ტში (1950-დან). სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „აგრარულ ურთიერთობათა განვითარება საბჭოთა საქართველოში“. მუშაობდა თსუ-ის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტად (1961-1970), პროფესორად (1971-დან) და კათედრის გამგედ (1984-დან). დიდ ყურადღებას იჩენდა სტუდენტების სამეცნ. მუშაობაში ჩასართავად. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები. იყო ჟურნ. „ეკონომისტის“ სარედაქციო კომიტეტის წევრი. მუშაობდა ქართ. ენციკლოპედიის სოციალიზმის სექციაში. არის 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.
თხზ.:ქორიძე, დ. (1975). ეკონომიკური კანონები და მართვის სისტემა. თბ., საბჭ. საქართვ.; ქორიძე, დ. (1982). სახელმწიფო და კომუნისტური საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. თბ., საბჭ. საქართვ.; ქორიძე, დ. (1986). საბჭოთა სოციალისტური ერების ერთიანი სოციალურ ეკონომიკური და კულტურული განვითარების კანონზომიერებანი. თბ., განათლება.