ქორიძე ავთანდილ ალექსანდრეს ძე
ქორიძე ავთანდილ ალექსანდრეს ძე

ქორიძე ავთანდილ ალექსანდრეს ძე (14.IX.1939, ბათუმი). ქიმიკოსი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2012-2021), სსრკ ქიმიის მეცნ. კანდ. (1969), სსრკ ქიმიის მეცნ. დოქტორი (1989). დაამთავრა  მოსკოვის ი. მ. გუბკინის სახ.  ნავთობქიმიის და გაზის  მრე­­­წველო­ბის ინ-ტის ასპირანტურა (1969). მუშაობდა  მოსკოვის ინ-ტი ა. ნ. ნესმეიანოვის სახ. ელემენტორგანულ ნაერთთა მეტალორგანული კლასტერების ქიმიის ლაბორ. ხელმძღვ. ქ. ა.-მა გამოცდილების შესაბამისად მოიპოვა სწავლების უფლება ელემეტორგანული და ორგ. ქიმიის ტვერის სახელმწ. უნ-ტში (2000-2011). ქ. ა.-მა გამოკვლევა მიუძღვნა ახალი თაობის პინსერული ტიპის ირიდიუმის კატალიზატორებს (2011). მიღებული აქვს amerikuli patenti (“Alkane and alkane group dehydrogenation with organometallic catalysts”, 2005). მისი  სამეცნ.  ინტერესს წარმოადგენდა მეტალორგანული სინთეზი, გარდამავალ მეტალთა კლასტერები, მეტალორგანული კარბკატიონები, მეტალოცენების პინსერული კომპლექსები, ალკანების ფუნქციონალიზაცია, მცირე მოლეკულების აქტივაცია,  წყალბადის მიღება, ჰომოგენური კატალიზი. ქ. ა.-ს და მის სამეცნ.  ჯგუფის  მიერ შესწავლილი და დადგენილია: CO ჯგუფების შიდამოლეკულური მიმოცვლის მექანიზმი ბინარულ სამბირთვიან ოსმიუმის  და რუთენიუმის კარბონილურ კლასტერებში. პირველად იქნა გამოყენებული ქიმიაში ბირთვების რკინა–57 და ოსმიუმ–187 ბმრ სპექტროსკოპია, რკინისა და ოსმიუმის მეტალორგანული კომპლექსების აღნაგობისა და სტერეოდინამიური თვისებების კვლევისათვის, მათ შორის ფეროცენილკარბოკატიონების და მონათესავე კატიონური კომპლექსების სტრუქტურის და სტაბილიზაციის მექანიზმის შესასწავლად.აღმოჩენილია ხიდური აცეტილენიდური ლიგანდების ფლუქტუაცია კლასტერულ კომპლექსებში. ტრიოსმიუმის კლასტერებთან მანგანუმის, რენიუმის და რკინის აცეტილენიდური კომპლექსების რეაქციების შესწავლისას აღმოჩენილია აცეტილენიდური ლიგანდის გადატანა კლასტერზე, ბმების ნახშირბად–ნახშირბადი და ნახშირბად–ჰეტეროატომი ფორმირების და გახლეჩვის ახალი რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობენ არაჩვეულებრივ რბილ პირობებში; მიღებულია კომპლექსები ხიდური ვინილიდენური და კარბინური ლიგანდებით და ნაჩვენებია მათი ურთიერთგარდაქმნა. აღმოჩენილია ახალი ხაზოვანი დიმერიზაცია  ინტერნალური  სილილალკინებისა და მათი სო–დიმერიზაცია სხვა ალკინებთან ტრირუთენიუმის და ტრიოსმიუმის კლასტერებზე, რ-იც შეიცავს შეუღლებას ალკინი–ვინილიდენი შუალედური მეტალაციკლობუტენური კომპლექსების წარმოქმნით, და  მეთილის  C-H ბმების ორმაგ აქტივაციას. ახალი ტიპის დიოქრო–ტეტრარენიუმის, ტეტრარუთენიუმის, და რუთენიუმ–ტრიოსმიუმის კლასტერები ფეროცენილაცეტილენიდური ლიგანდებით. მიღებულია მეტალოცენებზე დაფუძნებული პლატინის ჯგუფის მეტალების  ბის(ფოსფინური) პინსერული კომპლექსები, რომლებიც წარმოადგენენ პერსპექტიულ კატალიზატორებს ორგანული სუბსტრატების ტრანსფორმაციებში. ირიდიუმის ჰიდრიდო კომპლექსები ბის(ფოსფინური) ლიგანდებით ფეროცენის და რუთენოცენის ბაზაზე არიან ყველაზე აქტიურები ალკანების დეჰიდრირების ცნობილ ჰომოგენურ კატალიზატორებს შორის. წყალბადის აქტივაციის შესწავლის დროს კატიონური რუთენიუმის პინსერული კომპლექსებით ფეროცენის და რუთენოცენის ბაზაზე, აღმოჩენილია ორი სრულიად ახალი ტიპის კომპლექსი: რუთენიუმის ატომით სტაბილიზებული მეტალოცენიუმ იონები, რ-იც შეიძლება განხილულ იქნან როგორც მოდელები მოუხელთავი ინტერმედიატებისა მეტალოცენების არომატულ ჩანაცვლების რეაქციაში, და კატიონური რუთენიუმმეტალოცენილიდენები–მეტალოცენი­ლკარბკატი­ონების ანალოგები. გამოქვეყნებული აქვს 140 პუბლიკაცია იმპაქტ–ფაქტორის მქონე ჟურნალებში: „Organometallics, Dalton Transactions, Journal of Chemical Society, Chemical Communications“. გამორჩეული პუბლიკაციებია: „Synthesis and characterization of fluorophenylpalladium pincer complexes: Electronic properties of some pincer ligands evaluated by multinuclear NMR spectroscopy and electrochemical studies“ (2011); „Dehydrogenation of alcohols by bis(phosphinite) benzene based and bis(phosphine) ruthenocene based iridium pincer complexes. Organometallics“ (2013); „Homoannular disubstituted ruthenocenes, containing a trifluoromethyl(tetramethyl)cyclopentadienyl ligand“ (2018).

ლიტ.: ფრანგიშვილი, გ. (2011). ავთანდილ ქორიძე. თბ., ISBN: 9789941034374.