კორძახია თეიმურაზ ნუგზარის ძე (06.III.1953, აბაშა), ქიმიკოსი. დაამთავრა სპი-ის ქიმ. ტექნოლოგიის ფაკ-ტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის სპეციალობით (1975), ქიმიის მეცნ. კანდ. (1989), დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„საქართველოს ბუნებრივი ცეოლითებით ზოგიერთი ორგანული გამხსნელის ადსორბციული გაუწყლოების პროცესების შესწავლა“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. დოქტორის ხარისხი (2003). იყო საქართვ. მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლი (1979-1990), უფრ. მეცნიერ-თანამშრომლი (1990-2003), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლი (2003-2006), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზიკურ-ქიმ. პროცესების კვლევის ლაბორ. გამგე და მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2006-დან), ინ-ტის სამეცნ. საბჭოს თავ-რის მოადგილე (2007–დან). კ. თ. -ს შრომები ეხება საქართველოში არსებული ცეოლითების მარაგების გამოყენებას გარემოს დაცვის მიზნით და სოფლის მეურნეობაში, რ-იც ითვალისწინებს ახ. ადსორბენტების შექმნას მავნე გამონაბოლქვებისაგან ატმოსფეული ჰაერის დასაცავად და ნავთობით დაბინძურებული ნიადაგების გასუფთავებისათვის, აგრეთვე ახ. ეკოლოგიურად უსაფრთხო პროლონგირებული მოქმედების სუბსტრატების მიღებას. კ. თ. - ს თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები და მონოგრაფიები რეიტინგულ ჟურნალებში, მათ შორის:„Development and validation of quantitative determination HPLC methods of the fluoroquinolone antibiotics - Moxifloxacin hydrochloride and norfloxacin in support of adsorption study on natural zeolites“, (Periodico Tche Quimica, 16(33), 2019); „CO2ZEOCEM technology for capturing/utilization of CO2, (SOX, NOX) from the flue gases“, (Cement International, 19(5), 2021); „Anionic-Form Zeolite Material and Possibility of Its Use in Agriculture“, (Advanced Polymer Structures Chemistry for Engineering Applications, 2023); „Physical and Chemical Characteristics of Pumice from Some Regions of Georgia and the Prospects for its Use in Lightweight Concrete with Environmental Advantages“, (Environmental Technology and Sustainability Physical Chemical and Biological Technologies for Environmental Protection, 2024); „Removal of Some Frequently Used Antibiotics from Wastewaters Using the Natural Zeolite Adsorption Method Combined with Analytical HPLC Procedures: Pollutant Removal from Wastewater“, (Environmental Technology and Sustainability Physical Chemical and Biological Technologies for Environmental Protection, 2024). მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა „ნანოტექნოლოგიით მიღებული რთული, პროლონგირებული მოქმედების ცეოლითური სასუქი“. მონაწილეობს ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში და სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში. იგი საქართვ. ცეოლითური ასოციაციის წევრია (1977–2004). დაჯილდოებულია თსუ-ის მედლით (2023) და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ა. თვალჭრელიძის სახ. პრემიით შრომათა ციკლისთვის: „საქართველოს ზოგიერთი ბუნებრივი ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობა“ (2024).
თხზ.: Кордзахиа, Т. (თანაავტორი). (2010). Цеолиты – уникальные осушители органических жидкостей. Тбилиси: Редакционно-издательский совет НАН Грузии; Kordzakhia, T. (თანაავტორი). (2015). Zeolites – the unique desiccation agent for organic liquids. LAP LAMBERT Academic Publishing, ISBN-10: 3659772402, ISBN-13: 9783659772405.